განცხადებები

ევროკაშვირში საქართველოს უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა განიხილება

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა განიხილება.

„უვიზო მიმოსვლას დიდ წარმატებად ვაფასებთ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაში. ჩვენ ვნახეთ, რომ 500 ათასმა ქართველმა ისარგებლა უვიზო მიმოსვლით და ეს შესანიშნავია. ეს კარგია ადამიანებს შორის კონტაქტისთვის, ბიზნესისთვის. ამავდროულად, გვაქვს პრობლემები დაუსაბუთებლად თავშესაფრის მაძიებელთა კუთხით, თავშესაფრის მაძიებელთა სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ დაიცვას ადამიანები, რომლებიც გაურბიან ომს, კონფლიქტს ან დევნას. საქართველოს აპლიკანტების ძალიან მცირე რაოდენობა შეძლებს თავშესაფრის მიღებას. ზოგჯერ ეს პრობლემები კრიმინალურ ხასიათს ატარებს, ზოგჯერ სამედიცინო სერვისებთანაა დაკავშირებული, იმ გზით, რომლებიც არ შეესაბამება წესებს. მე პირადად, ძალიან აქტიურად ვმუშაობდი იმ წევრ სახელმწიფოებთან ერთად, რომლებსაც ეს შეეხოთ“, – აცხადებს ჰარცელი.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

საერთოდ არ მაინტერესებს ნიკა მელია-ალეკო ელისაშვილი

რატომ სურდა ვლადიმერ ზელენსკის covid-19-ით დაინფიცირებულიყო

გამოქვეყნდა ჯონ მაკკეინის გამოსამშვიდობებელი წერილი, სადაც ის ტრამპს აკრიტიკებს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი