განცხადება/მიმართვა

პრეზიდენტი ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებას გეგმავს?

პარტია “საქართველოსთვის”  პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას ერთობის პლატფორმასთან დაკავშირებით არ უერთდება. ამის შესახებ გახარიას გუნდის წარმომადგენელმა მიხეილ დაუშვილმა  კონკრეტული მიზეზებიც დაასახელა:

“არ აქვს მაგას მნიშვნელობა მოგვწონს, თუ არა. ჩვენი პოზიცია არის შემდეგი, ამ პლატფორმაში არ ვიქნებით, მონაწილეობას არ მივიღებთ მარტივი მიზეზის გამო. ბევრი მიზეზია, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ იქ არის ადამიანების ყრილობა, რომელთათვისაც ქვეყნის ევროინტეგრაცია, თუ 2024 წლის არჩევნები დაკავშირებული არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან. ჩვენ ამ ადამიანებთან საერთო არ გვაქვს, ამიტომ ამ პლატფორმაში მონაწილეობას არ მივიღებთ”-განაცხადა დაუშვილმა.

მსგავსი პოსტები

“ერთ რჩევას მოგცემთ ბ-ნო ბიძინა…”-ელისო კილაძე

“მაჩალიკაშვილის საქმე ეს არის ტერორიზმთან დაკავშირებული საქმე”-გახარია

“ჩაკეტილ ახალგორში ახალი ტრაგედია ვითარდება…”-დავით ქაცარავა

დატოვე კომენტარი