სოცქსელი

“პრეზიდენტის სკამისთვის და გაყიდეთ ჩემი შვილის სული და ღირსება”-ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა სოციალურ ქსელში წერს:

“ყველა ღირსეულ პოლიციელს პატივს ვცემ ვისაც მართლა უყვარს და აფასებს იმ მუნდირს რომელიც ტარების უფლებაც მათ სახელმწიფომ მიანიჭა.(სახელმწიფო არ გაგვაჩნია მაგრამ მაინც).
ხოლო ვინც ბოროტად იყენებს და შეურაწყოფას აყენებს ღირსეულ პოლიციელებს მათი მტერი ვიყავი ვარ და ვიქნები.
მე მზად ვარ პასუხი ვაგო იმ დასბუთებულ დანაშაულზე რაც მიმიძღვის პოლიციელების მიმართ,მაგრამ პირობას ვდებ ყველა პასუხს აგებს სამართლებრივად ვინც ჩემს ოჯახს შეეხება ზედმეტად და ვინც ამ ბრძოლაში ხელს შემიშლის.
მე არ მითხოვია თქვენთვის შეწყალება და არც არასდროს არ გთხოვთ,ჩვენ გლეხები ღირსების მატარებლები ვართ და არა მათხოვრები.
ციხეში,გარეთ თუ მიწაში ვიქნები ამით ვერ მიაღწევთ ჩემს გაჩერებას.
საიქიოდანაც ვიბრძოლებ ჩემი შვილის ღირსებისთვის და სამართლის აღსადგენად.

და ბოლოს.

თქვენ კომისია დატოვეთ პრეზიდენტის სკამისთვის და გაყიდეთ ჩემი შვილის სული და ღირსება.”-წერს ზაზა სარალიძე
ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

“ეს ნადირი მთელი ცხოვრება გამოკეტილი უნდა იყოს”-ნიკა გვარამია(ვიდეო)

Joni Kvaracxelia

“ერთ თვალში მხედველობა არის დაკარგული და არ აღდგება!!!”-18 წლის მაკო გომურმა 20 ივნისის აქციის დარბევის დროს თვალი დაკარგა

Joni Kvaracxelia

“2005 წელს აზერბაიჯანმა რაღაც თემაზე “გაგვიჭედა”…დილით წითელ ხიდზე 500 000 ლტოლვილს მიიღებ, ხომ იცი გამკეთებელი ვარმეთქი”

დატოვე კომენტარი