სოცქსელი

«2005 წელს აზერბაიჯანმა რაღაც თემაზე «გაგვიჭედა»…დილით წითელ ხიდზე 500 000 ლტოლვილს მიიღებ, ხომ იცი გამკეთებელი ვარმეთქი»

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

«სამეცადინო კონსპექტი ივანიშვილისთვის!!!

გრიგოლიჩ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მეოთხე დღეა გარეჯში ჩვენებს აღარ უშვებენ.

ისევ მე უნდა გასწავლო რა ჰქნა.

2005 წელს აზერბაიჯანმა რაღაც თემაზე «გაგვიჭედა». გავიდა ერთი კვირა და ისევ პრობლემას ქმნიდნენ. მერვე დღის თავზე შევხვდი იმათ შინაგან საქმეთა მინისტრს ჯანდარის ტბაზე. სახელდახელოდ გაშლილ სუფრაზე დავსხედით და მესამე ჭიქა არაყზე რომ მივედით, ვუთხარი ეგრე არ გამოვამეთქი. ის ისევ თავის აზრზე იყო და მათ პოზიციას იცავდა. მეოთხე ჭიქაზე ვუთხარი, ერთ კვირაში იარაღით დატვირთული თქვენი გემი შემოდის ფოთის პორტში და ჩემ საწყობებში დაიცლებამეთქი.

არ გაჭრა. ისევ თავისას უბერავდა.

მეშვიდე ჭიქაზე რომ მივედით, ვუთხარი ხვალ თუ მაგ პრობლემას საჩვენოდ არ გადაწყვეტთ, კიდევ სამ ჭიქასაც დავლევ და დილით წითელ ხიდზე 500 000 ლტოლვილს მიიღებ, ხომ იცი გამკეთებელი ვარმეთქი.

გაჭრა.

არა მგონია აქედან რამე გაიგო. გარეჯის პრობლემის მოგვარებით ფულს ვერ იშოვი, არადა თქვენ ხომ სადაც ფული კეთდება მხოლოდ ის საქმე გესმით.»-წერს ირაკლი ოქრუაშვილი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

ფოტოს სოციალურ ქსელში სახალისო გამოხმაურება მოჰყვა

roma sajaia

«არავის ვემსახურები ალლაჰის გარდა შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს თქვე ღორის ნაშიერებო»-მალხაზ მაჩალიკაშვილი

«ადამიანები ხშირად სვამენ კითხვას: „სად არის ღმერთი?“

დატოვე კომენტარი