ბიზნესმენ ლევან ვასაძის პოლიტიკაში მოსვლას „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას აფასებს.
“თუკი იარსებებს ბევრი ეროვნულ იდეოლოგიაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალა მე ყოველთვის მივესალმები, რადგანაც დღეს ჩვენ ვიმყოფებით ლიბერასტული დიქტატურის მმართველობის ქვეშ, როდესაც ყოველგვარი ეროვნული, ქართული მართლმადიდებლური და ტრადიციული არის იგნორირებული. ლიბერასტულ ძალებს ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს პოლიტიკური ასპარეზი, ტელევიზიები, მედიის რაღაც გარკვეული ნაწილი.
აქედან გამომდინარე, რაც უფრო ბევრი იქნება ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკური ძალები ეს ჩემთვის იქნება მისასალმებელი.
საუბარი არ მქონია, უბრალოდ ვიცოდი, იმ ნაბიჯებიდან გამომდინარე ადვილი მისახვედრი იყო ეს ყველაფერი, რომ ემზადებოდა პოლიტიკაში გამოსაჩენად.
…თუმცა ამ ეტაპზე მე დღევანდელ დღეს ყველაფერს გამოვრიცხავ. ჩვენ, „ქართული მარში“ ემზადება დამოუკიდებელი გრანდიოზული ყრილობისთვის”-განაცხადა “პრაიმტაიმთან” სანდრო ბრეგაძემ
