ჯანდაცვა

იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ორგანიზმში კალციუმის შემცველობის საიდუმლოს ფარდას ხდის

იტალიაში დასაქმებული ჩვენი თანამოქალაქეების შინაურების მონატრებას და დაუსრულებელ  საფიქრალს  რევმატული — ძვლის დაავადებების: ოსტეოქონდროზი, ართრიტი, ართროზი, ოსტეოპოროზი და   სხვა გართულებებიც ერთვის თან. უკლებლივ ყველა ჩვენებურს  ზურგის, წელის, ხერხემლის, კისრის… არეში მეტნაკლები ტკივილები აწუხებს. ბუნებრივია ეს ფიზიკური, ძლიერი დატვირთვით გამოწვეულად მიაჩნიათ. თვითმკურნალობას ხანდახან შედეგი არ მოაქვს და ერთი შეხედვით, ჯანმრთელი, დღედაღამე სამუშაოებით დაკავებულები მუდმივი ტკივილებისთვის არიან გაწირულები.

ინგა: თოთხმეტი წელია აქ ვართ მე და ჩემი მეუღლე. ამ ბოლო დროს ბეჭებზე, ფეხის კუნთებში, მკლავებში ტკივილი მაწუხებდა, მაგრამ დასვენება ვერ მოვახერხე. ამას წინ მასაჟები გავიკეთე და კუნთებზე ცოტა მომეშვა. უკეთესად ვგრძნობ თავს. ვმუშაობ და ოჯახისთვის მაინც არ კმარა. თავისთვის და დასვენებისთვის სად მცალია.

მანანა: წელის არეში ვგრძნობ ტკივილებს. მითხრეს, ეს შეიძლება ბარძაყის ძვლებიდან და სახსრებიდან იყოსო. ვოლტარენის ინექციები მშველის, ცოტა ხნით მიწყნარებს ტკივილებს. აქაური თუ საქართველოში  ბანკის ვალები დასვენების საშუალებას არ იძლევა.

ლალი: ვერ ვუშველე წელის ტკივილს. ადრე ვოლტარენი მშველოდა. ახლა აღარ. ტკივილგამაყუჩებლებს ვხმარობ და ისე ვმუშაობ. გასაჩერებლად სად მცალია. ხანდახან ისეთი ტკივილები მაქვს, ვფიქრობ, ყველაფერი ხომ არ მივატოვო და წავიდე სამკურნალოდ, მაგრამ ვერ  ვახერებ. სანამ შევძლებ, უნდა ვიმუშაო, სხვა გზა არ მაქვს.

ხათუნა: ბავშვობიდან მაწუხებდა ხერხემალი. ახლახან ისე გამიხსენა, რამდენიმე თვე ფეხზე ვერ ვდგებოდი. ცუდად მოვბრუნდი, თუ რამე სხვა მიზეზია, ვერ ვმოძრაობდი. ართრიტი დამიდგინდა. ხანგრძლივი მკურნალობა დაგჭირდებაო მითხრეს. დიდი არაფერი ვიცი ამ დაავადებაზე, მაგრამ მაიმედებენ, რომ ჩემს ასაკში სახიფათო და საგანგაშო არ არის და განკურნებადია.

დასასვენებლად და საკუთარი თავის მისახედად აქ არავის სცალია. არცერთმა არ იცის რა სჭირს და მაინც განაგრძობს მუშაობას. მიუხედავად უსაშველო ტკივილებისა დღედაღამე ფეხზე დგანან და  გაუსაძლისს უძლებენ.

მათთვის და არამარტო  — ბატონ ელგუჯა ყურაშვილს — პრაქტიკოს ექიმ-რევმატოლოგს  — წლების განმავლობაში იტალიაში — მილანში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეს მივმართე და ვთხოვე, შესაძლებლობების ფარგლებში სამედიცინო ტერმინოლოგიის მინიმალური გამოყენებით აეხსნა ყველა ჩვენთაგანისთვის მეტად საინტერესო საკითხი:  რა იწვევს რევმატოდიულ დაავადებებს და როგორ ვიმკურნალოთ? შესაძლებელია თუ არა ავიცილოთ თავიდან?

— ბატონო ელგუჯა, სანამ უშუალოდ რევმატულ დაავადებებს შევეხებოდეთ, გთხოვთ მიპასუხოთ: ამ ბოლო დროს მთელ მსოფლიოში სხეულის გასაკაჟებლად  ზრუნვა გაძლიერდა. კორონავირუსის გამო შეზღუდვების მიუხედავად ადამიანები ბოდიბილდინგის, ცურვის, სხვადასხვა ფიტნესდატვირთვის გზით ცდილობენ დარბაზებს გარეთ, მოედნებსა თუ  ტრენაჟორებზე გაიმაგრონ კუნთები?  ფიზიკური ვარჯიშები მოდაში შემოვიდა, თუ სხვა რამეა?

— ჯანმრთელობისთვის ვარჯიშების მნიშვნელობის შესახებ ექიმები ჩვენს წელთაღრიცხვამდეც საუბრობდნენ. ჯერ კიდევ ავიცენა ეუბნებოდა პაციენტებს, ივარჯიშეთ, რადგან ჩვენ ვართ სამნი შენ, შენი დაავადება და მე. თუ შენ არ იქნები ჩემს მხარეს და არ შეასრულებ რასაც გეტყვი, მე ერთი თქვენ ორის წინააღმდეგ უძლური ვიქნები. თუ შენ იქნები ჩემს მხარეს, ჩვენ ორი შენს დაავადებას დავამარცხებთო.

— ვარჯიში ძველებს ამაგრებს?

— ამას ხშირად მეკითხებიან. გიპასუხებთ: ძლიერი იმუნიტეტის გამოსამუშავებლად კუნთები მაგრდება ვარჯიშებით, ცივი წყლით, ცურვით, მასაჟებით, ფიტნესდატვირთვით და სხვა საშუალებებით. ვარჯიშებს ძვლებთან არანაირი კავშირი არა აქვს, კუნთებს ამაგრებს. კუნთები  თავისთავად —  „დამცავი ბალიშებია“, რომელიც  სხეულს, განსაკუთებით  ძვლებს საშუალებას აძლევს დამოუკიდებლად დაიცვას თავი გარედან ყოველგვარი ჩარევის გარეშე. ჯანსაღია კუნთებით დაცულია მთელი სხეული, განსაკუთრებით — ძვლები.

— გარედან ჩარევაში რა იგულისხმება?

— წამლები, ვიტამინები, საკვები დანამატები, დიეტები… დედამიწა დაფარულია ბაქტერიებით. მრავალფეროვანი და უსაშველოდ ბევრი  მავნე და საჭირო ბაქტერია ადამიანს დღედაღამე გარედან და შიგნიდან უტევს. მკვრივი კუნთები მთელ სხეულს შეუღწევად კორსეტად  ეკვრის, მოქნილობას ძენს, ერთიანს და შეკრულს ხდის. სისხლი კალაპოტშია,  თავისუფლად ცირკულირებს, მაპატიეთ, მოძრაობს. ბუნებამ იზრუნა ამაზე და საჭირო ადგილას მიაქვს საჭირო ელემენტები. იმუნიტეტი წესრიგშია  და სხეული თავად გამოიმუშავებს ყველაფერს, რაც ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. შედეგად — სხეულში შეღწეულ  მტერ ბაქტერიას უმტკივნეულოდ გამოდევნის შარდის, ოფლის, ნაწლავების საშუალებით… და ორგანიზმი სრულიად საღ-სალამათი რჩება.

პრობლემები მაშინ იჩენს თავს, როცა სხეულის დამცავი კორსეტი — მკვრივი კუნთების სახით — დასუსტებულია, ან საერთოდ არ არსებობს. ამ დროს ყველაზე ხშირად სწორედ ძვლები ზარალდება. საქმე იმაშია, რომ ყველა საჭირო ნივთიერების მხოლოდ ერთი პროცენტი გადაადგილდება სისხლით, დანარჩენი 99 პროცენტი ძლებშია დაბანაკებული.

მაგალითისთვის: როცა იცვლება ატმოსფერული წნევა, ადამიანი ადის სიმაღლეზე, ან თვითმფრინავშია, ან მისი სხეულისთვის შეუფერებლად დაიტვირთა ფიზიკურად — იმუშავა, ითამაშა, ირბინა… გადაიღალა და ა.შ. კალციუმის ხარჯვა მატულობს. სისხლში არსებული კალციუმი არ კმარა და ძვლებიდან სხეულში გადააქვს, ისე, რომ ამას ჯანმრთელი ადამიანი ვერ იგრძნობს, ისევე, როგორც ძვლებში მისი აღდგენის პროცესს.

მაგრამ თუ კუნთები დასუსტებულია, ნივთიერებათა ცვლა უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს, რადგან ძვლებიდან აღებული კალიციუმის რაოდენობას სხეული დამოუკიდებლად ვერ აღადგენს. ვის არ გაუგონია ხანშიშესულების ნათქვამი: სახსრებში მტეხავს, ალბათ ამინდი შეიცვლებაო. აქ უკვე თქვენთვის საინტერესო რევმატული დაავადებების რომელიმე სახეობა სახეზეა. როცა სიტუაცია მწვავდებოდა, ძველად იტყოდნენ: „რევმატიზმმა შეჭამაო“.

ტკივილთან გასამკლავებელი სამკურნალო კრემები ნაკლებად ეფექტურია — მათი ზემოქმედების არეალი კანს არ ცდება. აბები კარგად მოქმედებს, მაგრამ ხანგრძლივად მიღება კუჭ-ნაწლავის ტრაქტს დაზიანებით ემუქრება. ინექციები არც თუ მცირე ხანში განმეორებას საჭიროებს. ნუ დაგავიწყდებათ,  ყველაფერი ეს საბოლოო ჯამში მხოლოდ დროებით დადებით ეფექტს იწვევს.

დარღვევა შეიძლება რენტგენში კლინიკურად საერთოდ არ გამოვლინდეს და საბოლოოდ ძვლების სრული დეფორმაცია მივიღოთ. შემდეგ უკვე ყველაფერი გაცილებით რთულად არის. კუნთების გამაგრების გარეშე ძვლების დაცვა შეუძლებელია.

ამას მიხვდა მთელი მსოფლიო და  ადამიანები ცდილობენ გაჯანსაღების შანსი ხელიდან არ გაუშვან. ხანგრძლივად შეინარჩუნონ ახალგაზრდობა.

— რა იწვევს რევმატულ დაავადებებს?

— რევმატოიდული დაავადებები საკმარისად შესწავლილი და დასაბუთებული არ არის და მთელ მსოფლიოში დაინვალიდების გამომწვევ მიზეზებს შორის პირველ ადგილზეა. ძვლების და სახსრების ამ ცბიერი დაავადების გამომწვევი  და განვითარების მიზეზები რევმატოლოგებისათვის საიდუმლოდ  რჩება — აუხსნელია. ამ დროს მედიცინისთვის ჯერაც აუხსნელი  უცხო საოცარი მოვლენა ხდება: იმუნური სისტემა საკუთარ ჯანმრთელ სახსრებზე თავდასხმას იწყებს და ანთებით პროცესებს იწვევს.   სამწუხაროდ, დღემდე არ არსებობს წამლები, რომელსაც მისი სრულად განკურნება შეეძლოს.

დაავადებების გამომწვევ მიზეზებად სახელდება: დასუსტებული იმუნური სისტემა და დაქვეითებული იმუნოლოგიური რეაქციები, ორგანიზმში ინფექციური აგენტების შეღწევის მემკვიდრეობითი მიდრეკილება (ეპშტეინ-ბარის ვირუსები, რეტროვირუსები, ციტომეგალოვირუსები, მიკოპლაზმები, ჰერპესის ვირუსები). რევმატოიდული ნებისმიერი დაავადების პროგრესირებას იწვევს სინოვიალური გარსების ანთება და სხეულში  იმუნოგლობულინების გამომუშავება, რომელიც ანადგურებს  საკუთარივ სხეულის უჯრედებს.  მაგალითად, რევმატული დაავადებების კლასიდან ინტერაპოფიზური ართროზის დროს ძვლოვან-კუნთოვან სისტემაში სრულიად გაუგებარი მიზეზით გამოწვეული ცვლილებებით  არღვევს მთელ სხეულს: იწყება ტკვილები კუნთებსა და ძვლებში, ან ორივეში ერთად და ძნელდება მოძრაობა.

ყველაზე ხშირია: ბარძაყის, ბეჭების, ფეხების, ხელების და ხერხემლის რევმატული ართროზი, რევმატული ციება, სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება).

დამანგრეველი რევმატიკული დაავადებები დეგენერატიულია — სახსრებში ხრტილის  დაზიანებით  იწვევს სახსრების დეგრადაციას და შეშუპებას. ნივთიერებათა ცვლის დარღვევით გამოწვეულ ამ დაავადებათა შორის ყველაზე გავრცელებულია ოსტეოპოროზი და პადაგრა. ტკივილი სისხლძარღვებში იგრძნობა, მაშინ, როცა ცვლილებები რეალურად  მის სიახლოვეს ქსოვილებში ხდება, მათ შორის მყესეებში და მათ ღრმულებში, ლორწოვან ჩანთებში და კუნთებში, ტკივილები კი შეიძლება სულ სხვაგან გადაიტანოს სისხლძარღვებმა.

— რით ხასიათდება დაავადება?

— რევმატული დაავადებები პროგრესირებადი და სრულიად არაპროგნოზირებადი ქრონიკული, ანთებადი დაავადება უწყვეტი ტკივილებით მიმდინარეობს. მთელ სხეულში  მთლიანად სახსრებს მოიცავს. მათ შორის თითებში, ქუსლში, მუხლებში და დროულად მიხედვის გარეშე შეუქცევადი ხასიათი აქვს. აქვეითებს ცხოვრების ხარისხს, აზიანებს და ფუნქციას უკარგავს სხვა ორგანოებს. საბოლოო ჯამში შეიძლება სრული დეფორმაცია და მეტ-ნაკლები ინვალიდობა გამოიწვიოს.

— როგორ იწყება დაავადება?

— რღვევა ხრტილებიდან იწყება. დასუსტებულ გაუმაგრებელ კუნთებში სისხლის მიმოქცევა არასწორად მიმდინაეობს. კუნთები სახსრების ირგვლივ  ვერ ასრულებს მოვალეობას: სისხლს ვერ მიაქვს საჭირო მასალა თავის ადგილას და დროთა განმავლობაში მედიცინისთვის სრულიად აუხსნელი და გაურკვეველი პროცესები ხდება: ხრტილოვანი ქსოვილის წარმოქმნისთვის საჭირო განსაკუთრებული უჯრედები ხონდროციტები მცირდება. ანუ, მკვდარი უჯრედის სანაცვლოდ ახლის წარმოქმნის პროცესი ნელდება. სახსრების დამცველ ხრტილებში  გამომუშავდება სრულიად არასაჭირო ცილები, ძვლოვანი წამონაზარდების სახით ლაგდება სახსრებში. პროცესი დაწყებისთანავე მტკვნეულია: ხრტილი ჯერ თხელდება — კარგავს სიმკვრივეს და მოქნილობას — მყიფე ხდება, შემდეგ იფარება ბზარებით — დაჩქარებულად აქტიურად ბერდება, შემდეგ სრულიად ქრება. სახსრების მოძრაობა იზღუდება. მისი სამკურნალო საშუალება არ არსებობს.

— როგორ დაისმის დიაგნოზი?

— სისხლის ზოგადი და ბიოქიმიური ანალიზი ავლენს ანთებითი სახის ცვლილებების მიზეზს სისხლში: კალიციუმის დეფიციტს, ან მის გადაჭარბებულ დონეს. გამოკვლევების თანახმად რევმატული დაავადებები იმუნიტეტის დაქვეითების შედეგად სხეულში შეჭრილი ინფექციური პროვოკატორები  იწვევს იმ შემთხვევაში, თუ ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების, ან ტრავმების შემდეგ დაზიანებული სახსარი სრულად არ იქნა აღდგენილი და ანთებითი პროცესი ჩაუმცხრალი დაარჩა; კალციუმის სიჭარბე ან ნაკლებობა, არაჯანსაღი დიეტა, ვიტამინების ნაკლებობა; დაავადების რისკს ზრდის  მავნე ჩვევები: ალკოჰოლიანი და კოფეინიანი სასმელების ბოროტად გამოყენება; ჭარბი წონა;

თუ დროულად არ მიექცა ყურადღება ყველა სასახსრე ქსოვილი: ძვლები, ხრტილები, იოგები, მყესები, მიმდებარე კუნთები, ბურსა, სინოვიუმი ერთდროულად ზიანდება და ქრონიკული პროგრესირებადი   მწვავე ართრიტი, ან რომელიმე სხვა რევმატული დაავადება  ყალიბდება.

— რამდენად საშიშია ზოგადად სიცოცხლისთვის?

— სტატისტიკის თანახმად, რევმატული დაავადებები სიცოცხლეს ამცირებს დაახლოებით 10 წლით, მაგრამ დაავადებულთა 95 პროცენტს აღელვების საფუძველი არ აქვს. ზოგადად რევმატული დაავადებების მიერ გამოწვეული არცერთი ტკივილი სასიკვდილო ხიფათს არ წარმოადგენს — იშვიათად ხდება უშუალოდ სიკვდილის პირდაპირი მიზეზი.

სანამ დამაზიანებელი ბაქტერიები  მასზე გაიმარჯვებენ ადამიანს  შეუძლია წინასწარ უმარტივესად დაიცვას თავი, დღეში თუნდაც თხუთმეწუთიანი ვარჯიშით: დავუშვათ ადგომა-ჩაჯდომით, წელის ტრიალით, ცხენით, ან ველოსიპედით სეირნობით, უბრალოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში ძუნძულით სირბილით და აშ. შ. მაგრამ  მარტივ ხელმისაწვდომ   ასპროცენტიანი სრული ჯანმრთელობისთვის განრანტირებულ საშუალებებს რატომღაც  წამალზე ხარჯის გაწევას და ექიმებთან ვიზიტებს ამჯობინებენ. ამასობაში შემოჭრილი ბაქტერიები იწყებენ შეტევას იმუნიტეტზე იმარჯვებენ და დასუსტებულ ორგანიზმში ძვლებს ღრღნიან ზოგი სწრაფად, ზოგიც ნელ-ნელა.უკვე დაავადებული ოთხით სიარულს ხომ არდაიწყებს, ლოგინში წოლა განაჩენია.

— ვვარჯიშობ და მაინც  ოსტეოხონდროზი მაქვს.

— როცა ვარჯიში დაიწყე მაშინ უკვე  რომელიღაცა რევმატული დაავადება დაწყებული იყო და რადგან მას ვერაფერი უშველის, იმას ინარჩუნებ, რაც რევმატიზმის „შეჭმას“ გადაურჩა. რაც მეტად გაიმკვრივებ კუნთებს,  მით მეტ ხანს და მყარად შენარჩუნდება ძვლების მდგომარეობა ანუ ახალგაზრდული ენერგია და სიჯანსაღე — სიბერეს დააგვიანდება… რევმატული დაავადება თუ არ რთულდება, არავის არ აწუხებს.

— რევმატული ზურგის ტკივილის მოსახსნელად, ხტრილოვანი ქსოვილის დასაცავად — ძვლების ცვეთის შესაყოვნებლად და ნერვული ქსოვილების აღსადგენად რას გვირჩევთ?

— აუცილებელია  საგანგებო ვარჯიშების შესწავლა. რომლებიც ამცირებს ტკივილებს, აუმჯობესებს კუნთების მდგომარეობას და აადვილებს მოძრაობას.

გაჭიმვები, ზოგადი მასაჟი. მართალია ვარჯიშები თავად ძვალსა და სახსარზე არანაირ ზეგავლენას არ ახდენს, მაგრამ აუმჯობესებს ზოგად მდგომარეობას, ამცირებს კუნთების სპაზმებს და ანელებს გადაგვარებას. დარბილებული და შემსუბუქებული კუნთები  მზად არის ვარჯიშისთვის. ეს არის საუკეთსო წამალი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და რევმატული ნებისმიერი დაავადების გართულების წინააღმდეგ საბრძოლველად და არა სამკურნალოდ, ამიტომ ეს მთელი სიცოცხლე უნდა გაგრძელდეს. სიბერე კიდევ შრომის უნარის დაკარგვას ნიშნავს, სხვას არაფერს. ამიტომ  მთელ მსოფლიოში ექიმის გადაწყვეტილების მიხედვით ფიზიოთერაპიულ და ოსტეოპათიურ პროცედურებს ანიჭებენ უპირატესობას. სისხლის მიმოქცევას ასევე აღადგენს ქილებით, ან კლასიკური მასაჟი, ბლოკადური ნემსები და მანუალური თერაპია.

ძალებს იკრებს კინეზითერაპია — საგანგებო გიმნასიტკა საგანგებო ტრენაჟორებზე და სხვადასხვა მამოძრავებელი ღონისძიებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, რევმატოიდული დაავადებები არ შეჩერდება და საბოლოოდ  სახსრების დაზიანებას და გამრუდებას გამოიწვევს და ამისთვის სულ არ არის აუცილებელი სამოცს გადაცილებული  იყოს ადამიანი. რევმატული დაავადება ადამიანს წლში ხრის, უვითარებს კუზს, ხდის შრომის უუნაროს.

რევმატული დაავადებების უმეტესი ტიპები კარგად რეაგირებენ ნებისმიერ ღონისძიებაზე, წყდება ტკივილი და მდგომარეობა უმჯობესდება, როცა პათოლოგიური მდგომარეობის აღმოსაფხვრელად პაციენტებს უნიშნავენ წამლებს, რათა არ მოხდეს ანთებითი პროცესის გართულება, თორემ რევმატული დაავადებები სახსრების ყველა დაავადების განზოგადებული ცნებაა. მისი არც ერთი ტიპი  სრულ აღდგენას არ ექვემდებარება.

პენსიონერებს შორის ამ პათოლოგიით დაავადებული ადამიანების რაოდენობა დაახლოებით 60% -ს შეადგენს, მაგრამ არ არის მხოლოდ მოხუცის დაავადება. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ახალგაზრდებზე და ბავშვებზეც კი.

რევმატული დაავადებები ტკივილებით მიმდინარეობს თვით დასვენებულ მდგომარეობაშიც.

მაგალითად ართრიტი, რომლის სახელი მოდის სიტყვა «ათრონისგან» და ბერძნულად სახსარს ნიშნავს. ეს არის სახსრების ანთება — და შეიძლება იყოს ძირითადი დაავადება, ან სხვა დაავადებების მიერ გამოწვეული გართულება: შიდა სასახსრე სინოვიუმში იწყება ანთებითი გამონაჟონის  დაგროვება შეშუპეპებით ვლინდება და იწყება მოძრაობის შეზღუდვა.

ანთების და ტკივილის შესამცირებლად სხვადასხვა საშუალებები გამოიყენება ამ დროს უპირატესობა ენიჭება ფიზიოთერაპიულ ვარჯიშებს. მასაჟის თერაპიამ შეიძლება შეამციროს ტკივილი, შეშუპება და ანთება. არადა, დაავადება ადვილად პროფილაქტიკურია და ადრეული დიაგნოზი უზრუნველყოფს სრულად სიჯანსაღეს.

— მაგრამ  ჩვენს ქალებს დღედაღამე გასწორებული აქვთ. ეს შრომა ვარჯიშად არ ითვლება?

— ძვლების სიმკვრივე კუნთებზეა დამოკიდებული. ჩვენი ქალები კი არ ვარჯიშობენ,  თავდაუზოგავი შრომით გადაღლამდე და მთელი სხეულის ცვეთამდე მიდიან. დასვენებაზე არ არის საუბარი: დავუშვათ მუშაობისას წელი ეტკინათ, სწორედ წელის ვარჯიშია მისი წამალი და არა დასვენება. დღისით მძიმე შრომისთვის დილას ვარჯიშით უნდა მზადება.

ვფიქრობ გასაგებია, რომ ძვლებს დაზიანებისგან იცავს გამაგრებული კუნთები, რომელშიც სისხლძარღვები არც ვიწროვდება და არც ფართოვდება საკუთარ არხს არ ცდება, რაც ნივთიერებათა ცვლის და იმუნიტეტის გარანტიაა.

— კალციუმის შესახებ რას გვეტყვით?

სხეული უზრუნველყოფილია  აუცილებელი მასალით: ჟაგბადით, ვიტამინებით, საჭირო ელემენტებით მინერალებით. ორგანიზმისთვის საჭირო ელემენტებიდან უმთავრესი ოთხი: ნახშირბადი, ჟანგბადი, წყალბადი და აზოტის შემდეგ კალციუმი მეხუთე ადგილს იკავებს და პასუხს აგებს კუნთების, ძვლების კბილების, ფრჩხილების, თმების მდგომარეობაზე. კალციუმი წყალობით დავდივართ, დავრბივართ, ვეზიდებით ტვირთს, ვუძლებთ ამინდის ცვლილებისას ატმოსფერული წნევის მავნე ზემოქმედებით გამოწვეულ დისკომფორტს. ფიზიკური აქტიურობა ძვლების სიმაგრის შენარჩუნება კალციუმის ერთადერთი დანიშნულება არ არის, ასევე ევალება: სისხლძარღვების შეკუმშვა და გაფართოება, სისხლის შედედება, კუნთების შეკუმშვა, ნერვული იმპულსების გადაცემა, ჰორმონების სეკრეცია… მტკიცე ძვლების ფორმირების შანსი ორგანიზმს მხოლოდ ბავშვობაში ეძლევა, რადგან “დაგროვება” 20 წლამდე ხდება, 30-დან უკვე “ხარჯვა” იწყება. ის, ვინც ამ ასაკში კალციუმის უკმარისობას არ განიცდის, ზრდასრულ ცხოვრებაში მრავალ პრობლემას  თავიდან იცილებს. კალიცუმის სიჭარბე ან სინაკლებეა ხიფათი, რომლისგანაც ძლიერი კუნთები იცავს ორგანიზმს. დასუსტებული კუნთებში სისხლძარღვები ვერ უზრუნველყოფენ დროულად მოიშორონ უკვე მკვდარი უჯრედები და განაახლონ ორგანიზმი. დაბერების პროცესი ასწრებს განახლებას და პრობლემების წინაშეა ორგანიზმი.

— პროცესები რამდენად მართვადია?

— ყოველი ადამიანი თავისრებური აღნაგობით ხასიათდება. ზოგიერთს პრობლემა  შეიძლება ღრმა სიბერემდე საერთოდ არ აწუხებდეს, ზოგმა კიდევ სრულიად ახალგაზრდამ განიცადოს რევმატული დაავადებების სიმწვავე და სწორედ ამაზეა საუბარი. მაგრამ პროფილაქტიკა და საკუთარი სხეულის აღნაგობის ცოდნა არავის ავნებს, ამიტომ ვამბობ: პროცესები შეუმჩნევლად მიმდინარეობს. სისხლში კალციუმის დონის ცვლილება შესაძლოა ვერც კი გაიზომოს, მაგრამ მისი სრულიად უმნიშვნელო ცვლილება სხეულს „განგაშის“ მდგომარეობაში ამყოფებს. ითვლება, რომ პრობლემები წარმოიშობა 50 წელს გადაცილებულ პირებში. თუმცა ნურც 20 წლის შემდეგ ისხდებით გულხელდაკრეფილი. განსაკუთრებით ქალები. მენოპაუზის შემდეგ ესტროგენის — რაც ძვლის სიმკვრივის შენარჩუნებას უწყობს ხელს, რაოდენობა კლებულობს, რაც უარყოფითად აისახება ნაწლავებიდან კალციუმის შეწოვაზე. ორგანიზმი კარგავს უნარს საკუთარი ძალებით აწარმოოს საჭირო რაოდენობის კალციუმი და მენოპაუზიდან 10 წლის განმავლობაში ძვლის მასის 25%  იკარგება, რაც კუნთების მოდუნებიდან იწყებ.

— რა იწვევს კალციუმის დეფიციტს?

— ხანგრძლივი დროის მანძილზე ვეგეტარიანული დიეტა; საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები, რომლებიც ხელს უშლის კალციუმის შეწოვას; თირეოიდულ ჰორმონთა შენაცვლებითი თერაპია, რკინის პრეპარატი, გარკვეული სახეობის ანტიბიოტიკი, დიდი რაოდენობით კოფეინი, ჭარბი წონა…

— როგორ ვლინდება?

— იწყება კუნთების ტკივილი და სპაზმი; ხელების კანკალი; დაბუჟების შეგრძნება პირის გარშემო, ხელებისა და ფეხების მიდამოებში.

— რატომ?

— დიეტური საკვები უზრუნველყოფს ორგანიზმში აუცილებელი მინერალებისა და ვიტამინების მომარაგებას  დაზარალებულ სახსრებში

დიაგნოზის საფუძველზე ზოგადი მასაჟი თერაპია ხსნის ამ დაძაბულობას

— რას გვირჩევთ?

— არ არის მართალი, რომ ფიზიკური დატვირთვა მეტისმეტია მტკივნეული სახსრებისთვის. მკურნალობა  კი არა აღდგენა უნდა მოხდეს. მკურნალობენ ანთებით პროცესებს, რომელიც ართულებს მდგომარეობას. მისი შეჩერება აყოვნებს დაზიანებებს, ხოლო უშუალოდ რევმატული დაავადებების სამკურნალო საშუალება არ არსებობს. საუბარია დარჩენილის შენარჩუნებასა და გამაგრებაზე

6-9 თვის განმავლობაში რეგულარული ვარჯიშებს საოცარი ეფექტი აქვს და მთელი სიცოცხლის მანძილზე გაგრძელდება: უნდა შემცირდეს სტრესი სახსრებზე; გაკეთდეს გაჭიმვის ვარჯიშები; ექიმის ყველა რეკომენდაცია მკაცრად უნდა შესრულდეს. საჭიროა ადეკვატური ძილი; დაბალანსდეს დიეტა; შეირჩეს მასაჟის ან თვითმასაჟის სახეობა; საჭიროა ცხენით, ველოსიპედით გასეირნება. ზოგადი მასაჟი და რეგულარული ვარჯიშები შექმნის «კუნთების კორსეტს», რომელიც ბალიშებივით დაიცავს ძვლებს, შეამცირებს სახსრებზე ზეწოლას, ხელს შეუწყობს დარჩენილი ხრტილოვანი ქსოვილისდაზიანებისგან გადარჩენას.

— ამბობენ, რომ რძეში ბევრი კალციუმია. რას გვეტყვით დიდი რაოდენობით მისი დალევა გვიშველის? კალციუმის შემცველი ვიტამინების მიღება აუცილებელია?

— ოცდაათი წლის ასაკიდან ადამიანი ყოველ წელს ძვლის მასის 1% კარგავს და 70 წლი ასაკში ძვლის მასის 40% აღარ არის — ადამიანი პატარავდება. კალციუმის უკმარისობის დროს ანთებითი პროცესის რეაქტიული სიჩქარე ქალის ორგანიზმში ოსტეოპოროზს და მკერდის კიბოს რისკს ზრდის.

იაპონელმა მეცნიერებმა ახლახან აღმოაჩინეს ვიტამინი «К2».  დაამტკიცეს, რომ ხერხემლის, თეძოს და სხვა მოტეხლობების რისკებს ამცირებს.

ნებისმიერ ასაკში ფიზიკური დატვირთვა ამაგრებს ძვლებს, ხელს უწყობს მათ სიმკრივეს და კალციუმის შენარჩუნებას. აუცილებლად გაითვალისწინეთ სამრეწველო პირობებში პროდუქტებს ხელოვნურად ამდიდრებენ კალციუმით, რაც საკმაოდ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის, რადგან დიდი რაოდენობით კალციუმის მიღება არ ნიშნავს უფრო ჯანმრთელ ძვლებს. ადუღებულ წყალში მინერალები კრისტალდება ნალექებად იდება ანუ შლაკად იქცევა, არის უხსნადი. სწორედ ასევეა კალციუმი ორგანიზმში, შლაკის სახით, ძირითადად მუცლის ღრუს არეში, სისხლძარღვთა «მკვდარ» დაბოლოებებში გროვდება და იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორიცაა: ართრიტი, კენჭოვანი დაავადებები — ქვები და ქვიშა თირკმლებში, უნთების  და ძვლების ტკივილის, მეხსიერების დაქვეითების, ქრონიკული სისუსტის და დაღლილობის, ღვიძლში, ვენების ვარიოკოზული გადიდება), სიმსივნის ფორმირებას. დავუშავთ, თუ  უკანა ტანის სისხლძარღვები დააზიანა– ვითარდება ჰემოროი. ჭარბი კალციუმის დაგროვების საფრთხეს ქმნის და ხდება გულის რითმის ცვლილებები.

კალციუმის შეთვისებას ხელს უწყობს მაგნიუმი, რასაც მცირე რაოდენობით შეიცავს რძე. ამიტომ რძე ძვლების კალიცუმისგან გაღარიბებას ვერ აჩერებს, პირიქით, ხელს უწყობს.

რეალური პროფილაქტიკისთვის კალციუმის დონის შესანარჩუნებლად რძის პროდუქტებს  მცენარეული წარმოშობის  პროდუქტები ჯობია. გაცილებით სასარგებლო და იაფია.

სხვათა შორის, სახლში გაკეთებული ხაჭო არ შეიცავს კალციუმს – ის რჩება რძის შრატში.

ორგანული კალციუმი ხსნად მდგომარეობაში რომ იყოს, საჭიროა ორგანული ნატრიუმი. რაც უხვადაა ნიახურში. ჭამეთ ბევრი ნიახური და დალიეთ მისი წვენი.

— კიდევ რას გვთავაზობთ?

— დღეში სულ ცოტა, თხუთმეტწუთიან ვარჯიშთან ერთად იცოდეთ, რომ რეალური პროფილაქტიკისთვის ერთი სუფრის კოვზი სეზამის თესლი შეიცავს  88 მგ  კალციუმს — დღიური ნორმის 9%, ¼ ჭიქა მშრალი შემწვარი ნუში (20მდე კაკალი) შეიცავს 72 მგ კალციუმს (დღიური ნორმის 7%). ნუშთან ერთად კალციუმის გარდა თქვენ მიიღებთ კალიუმს, Е ვიტამინს და რკინას.

საშუალო ფორთოხალი შეიცავს 65 მგ კალციუმს (დღიური ნორმის 6%). ფორთოხალი ასევე მდიდარია С ვიტამინით. მისი წვენი შეიცავს 500 მგ კალციუმს (დღიური ნორმის 50%)

ერთი ჭიქა შვრიის ფაფა შეიცავს 187 მგ კალციუმს (დღიური ნორმის 19%).

ლეღვის 8 ნაყოფი შეიცავს 107 მგ კალციუმს (დღიური ნორმის 10% );.

უმი კომბოსტო შეიცავს 188 მგ კალციუმს (დღიური ნორმის 19%)

კალციუმით მდიდარია ქიშმიში, ბროკოლი, ისპანახი, სტაფილო, კარტოფილი, კომბოსტო, პარკოსნები, ზეთისხილი

В6, В12, D და К ვიტამინებთან ერთად  უზრუნველყოფს კალციუმის კარგად შეთვისებადობას. ამცირებს მის გამოდევნას. კურორტზე ვიზიტი მაქსიმალური შედეგის მიღწევის გარანტიაა.ბალნეოთერაპია — ცხელი მინერალური წყლის, ტალახის აბაზანების და წყლის მასაჟის შეუდარებელია ართრიტის ტკივილის შესამსუბუქებლად. ამასთან ძალიან კარგია: ცხელი ან ცივი კომპრესები — 54%; წონაში დაკლება — 42%; კუნთების და სახსრების დაჭიმვა — 36%; გასეირნება — 32%; ცურვა — 28%; მასაჟი 40%; სხვა ფიზიკური დატვირთვა — 23%

დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, სავარჯიშო თერაპია ინიშნება ექიმის მიერ. ინდივიდუალურად კომპლექსი უნდა შესრულდეს რეგულარულად, გამოტოვების გარეშე, ყველა სამედიცინო რეკომენდაციის გათვალისწინებით. მძიმე შემთხვევებში ვარჯიში შეიძლება შესრულდეს წყალში, სადაც დატვირთვა შემცირებულია და ვარჯიშის თერაპია უფრო კომფორტულია, ბოლოსდაბოლოს სავარჯიშო ველოსიპედის გამოყენება, სპეციალიზებული სავარჯიშო თერაპიის კომპლექსები. მარტო, ან მეგობრებთან ერთად სირბილი, ცივ წყალში ცურვა. ზოგადად გაკაჟება.

გახსოვდეთ, არასდროს არაფერია გვიან, მაგრამ მთლად სიცოცხლის მიწურულს ნუ დაელოდებით.

მადლობთ.

ქეთევან ჩემია , იტალია-მილანი

სპეციალურად patqbei.ge — სთვის

Loading…

მსგავსი პოსტები

თუ წამოდგომისას გონება გებინდება, გული გიჩქარდება… — გიორგი ღოღობერიძე

ძველი, ხალხური რეცეპტი დაგიცავთ სიბერისგან

Joni Kvaracxelia

«გესტუმრებით სახლში და გვერდში დაგიდგებით…»-რას აანონსებს ექიმი გიორგი ღოღობერიძე?

roma sajaia

დატოვე კომენტარი