ჯანდაცვა

ენდეთ სხეულის თანდაყოლილი განკურნების უნარს

ნუ მიიყვან სხეულს იქამდე, რომ მედიცინის დახმარება დაგჭირდეს!
ჯანმრთელობა ადამიანის არსებობის განუყოფელი კომპონენტია. ყოველი ადამიანი ჯანმრთელობას სხვადასხვანაირად განმარტავს. მაგრამ ფაქტია:
ჯანმრთელობა ის არის, რასაც ყველაზე მატად მაშინ აფასებენ, როცა დაკარგულია.
ასევე, გონიერი ადამიანები ცხოვრების წესის არჩევისას
სხეულის თანდაყოლილი განკურნების უნარს უფრო ენდობა, ვიდრე სხვა რამეს.
მედიცინა აუცილებელია, როდესაც დაავადება სხეულისთვის ძალზე მძიმე ხდება.

ნუ მიიყვან სხეულს იქამდე, რომ მედიცინის დახმარება დაგჭირდეს.
— ღაღადებს თანამედროვე სამყაროს გონიერი ნაწილი
გამოქვეყნებულია The Economist- ზე
2019 წლის ახალი კორონავირუსული დაავადების COVID-19-ის სამკურნალო საშუალება, ან ვაქცინა და სპეციფიკური ანტივირუსული წამალი ჯერ კიდევ არ გამოჩენილა და უფრო ღრმად გავრცელებას განაგრძობს. გაცივებების სეზონი მოვიდა, სხვადასხვა ინფექციების და ვირუსების მაღალი რისკი არ კლებულობს.
სამეცნიერო მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ სამედიცინო ხარჯების ზრდასთან ერთად, უფრო მეტი და მეტი ამერიკელი მიმართავს კარგახნის წინ დავიწყებულ „აკუპუნქტურას“ ქართულად „ნემსებით ჩხვლეტას“, რამაც, ერთ დროს, ჩინეთიდან მთელ მსოფლიოში გაიდგა ფესვები, მაგრამ ფეხი ვერ მოიკიდა… ისევ მოდაში შემოდის, როგორც ტრადიციული დასავლური
მედიცინის ეფექტური ალტერნატივა გაცილებით ინვაზიური, ძლიერი ინტერუსაფრთხო, ეფექტური და ხელმისაწვდომი. — ასე ახასიათებენ მას რიგითი ამერიკელები, ვინც მის გამოყენებას ანიჭებენ უპირატესობას და ამაოდ ცდილობენ მიიღონ დაზღვევა სწორედ ამ კუთხით, მაგრამ უარს იღებულბენ იმ მოტივით, რომ აკუპუნქტურის ეფექტური მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდე. სხვას რომ ვერაფერს გახდნენ ამ თემების გაშუქების ზრდა ყველასთვის ეფექტური მკურნალობისთვის აღმოსავლეთისა და დასავლეთის მედიცინის შერწყმისკენ გადადგმული ნაბიჯია.
მთელ მსოფლიოსი სამედიცინო დახმარების საფასურის ზრდამ, ზოგადად სამედიცინო ხარჯებით გამოწვეულმა
ეკონომიკურმა კრიზისმა
საზოგადოების ყველა დონეზე მოსახლეობის კეთილდღეობის და
ინდივიდუალური ცხოვრების ხარისხის კლებამ,
ოჯახებში სტრესისა დაძაბულობის და სამუშაო ძალის პროდუქტიულობის შემცირებამ საყოველთაო გაკოტრება გამოიწვია და უბიძგა არატრადიციული მედიცინისთვის უპირატესობის მინიჭებისკენ.
მაგალითად ჩინეთის და ინდოეთის მოსახლეობა დაავადების გამოჩენისთანავე მიმართავს მცენარეული სამკურნალო საშუალებებს. ამასთან, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები აკრიტიკებენ მათ მეცნიერულად დაუსაბუთებელი მკურნალობისთვის და სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ჩინეთი ატარებს ცდებს ტრადიციული მცენარეული ჩარევების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესამოწმებლად. მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ კორონავირუსული პაციენტების მთლიანი შემთხვევების 91,5% რომლებიც ხალხურ ტრადიციულ თერაპიებს იღებდნენ, თითქმის 100% ეფექტური იყო.
მიუხედავად ამისა, მეცნიერები ამბობენ, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც აშკარად ამტკიცებს TCM–ს (არატრადიციული მედიცინა) ეფექტურობას, COVID-19 სიმპტომების წინააღმდეგ საბრძოლველად მის გამოყენებას მედია ხელს უწყობს. შედარებითი კვლევების თანახმად, TCM– ს საშუალებებმა შეამცირა სიკვდილიანობა.
წინასწარმა შედეგებმა აჩვენა, რომ მსუბუქი მდგომარეობის მქონე პაციენტებისთვის მისი გამოყენება საკმარისი აღმოჩნდა მაღალი ტემპერატურის და სხვა ვირუსული დატვირთვის შესამცირებლად. პაციენტთა 90% არ გადავიდა მძიმე სტადიებში.
შეერთებულ შტატების ქალაქებში ჩინეთის მწვანილზე მოთხოვნა გაიზარდა, რამაც დეფიციტი გამოიწვია.
ყველა დაკავებულია — არაფრით!
ცუდი სიზმარი:
ყველაფერი ეს,ზოგადად ხდება, როგორც ცუდ სიზმარში, რომელიც გაღვიძებისთანავე გაივლის:
ინტერნეტდამოკიდებულება ჩუმად უხმაუროდ მაგრამ ძალიან მალე მოვიდა და ნებისმიერ სხვა „მანიას“ ცალსახად „მოუჯოკრა“ და სრულიად კაცობრიობის დაპყრობით სამუდამოდ დამკვიდრდა როგორც დედამიწის უბედურება.
გარდაუვალი, შეგნებულად დათესილი, ომის, „იარაღის ჟღარუნის“, მუქარის, დამიზნების, გასროლების და დარტყმების გარეშე (თუმცა არცთუმაგისობაა), მაგრამ მთელი ყურადღება მხოლოდ კორონავირუსისგან გადარჩენისკენაა მიპყრობილი. მთელი დრო, ადრე რომ „თავისუფალი“ ერქვა, ზოგადად აღარ არის, ნებისმიერი დრო ინტერნეტმიჯაჭვულობისთვისაა ნებისმიერი ასაკში. ჭკუის მასწავლებელიც“ აღარავინ დარჩა… ისე, უფალმა დაგვიფაროს, რომ სრულიად უიმედოდ ვიყოთ. ადრე შეფასების სხვა კრიტერიუმები იყო. ახლებურად ცხოვრება ახალ პირობებს აყენებს და სამყაროში უამრავი გენიალური ადამიანია, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით: ყველა, ვისაც რაიმე „მანიით“ არ არის შეპყრობილი და შეუძლია უინტერნეტოდ იარსებოს, ან მისით მხოლოდ ფულის გამოსამუშავებლად იყოს დაკავებული — უკვე გენიალურია. საკამათო არ არის, ინერნეტკავშირები — სამყაროს მოსახლეობის დიდ ნაწილს ცხოვრების გაიოლებას პირდებოდა და უბედურებად მოუბრუნდა თუმცა გონივრულად გამომყენებლებისთვის დიახაც, ასეთი დარჩა. სხები, ჩიტი რომ აფრენას აპირებდა და ხელის აქნევას ელოდებოდაო, ის ეფექტი გამოიწვია. კაცობრიობა ხან რით ერთობოდა, ხან რით, ზოგიც დაღლილი, ზოგიც უსაქმური შვებას სად არ ეძებდა და უცებ… „ყველამ ერთბაშად ამოისუნთქა“: გონიერებმა — ფულს ფულის მიმატება განაგრძეს, უგნურებმა (ცხოვრების წუნებმა) — უსაქმურობას ფრთები შეასხეს, მკაფიოდ გამოჩნდა ვინ ვინ არის და ძალიან მალე ყველაფერი იმით დასრულდება, რომ ერთნი კიდევ უფრო გამდიდრდებიან, სხვები ფიზიკურად შრომასაც ვერ შეძლებენ, უმდაბლესი საქმიანობისთვისაც ვერ ივარგებენ. ცნობილია, რომ კაცობრიობის ჯანსაღი ნაწილის 99%-ს გონებრივზე მეტად ფიზიკური შრომა შეეძლო. უკვე სხვა სურათია და უარესი წინაა… შიმშილით სიკვდილამდე — კრიმინალის ზრდას წინასწარმეტყველებენ მეცნიერები და სულაც არა იმიტომ, რომ საქმე არ არის საკეთებელი, იმიტომ, რომ საქმის მკეთებლების სრული შემადგენლობა ასაკის მიუხედავად „თამაშიდან გადის“…
ყველა დაკავებულია — არაფრით!
შედეგად სადაო არ არის: განათლება, რომელიც ზოგადად, (თორემ გაუნათლებლობას ყველა საუკუნეში უჩიოდნენ) ისედაც სულს ღაფავდა — მოკვდა ისე, რომ მისი გამოცოცხლების არანაირი შანსი არ არის.
მხოლოდ ძალიან ძლიერ მშობლებს, მიზანსწრაფულ ადამიანებს შერჩათ მხნეობა, რომელიც შვილებისთვისაც ყოფნით.
უმეტესობას:
ჩვენ ბავშვებს კოვიდისგან გამოწვეულმა კარანტინმა „შინ დარჩი“ გამოიწვია ეფექტი: „არაფერი აკეთო“, ოღონდ ცოცხალი იყავი“, რაც შეიძლება სულ მალე სანანებელი გაგვიხდეს.
ბავშვებს რომც ჰქონდეთ საშუალება, გარეთ გასვლაც არ უნდათ…
ან რა უნდათ იქ, რით გაერთონ, მათ გართობა არ იციან.
უფროსებმა, ინტერნეტიდან თავისუფალ ლუკმაპურის ფული თუ იშოვეს, ძირითადად არაფრისმომცემი კავშირებისთვის დღის და ღამის ნებისმიერ დროს ხელმისაწვდომები არიან.
რისთვის?

Loading…

დავუშვათ პარტნიორს ეძებენ, სხვა „წვრილმანებზე“ არც ღირს საუბარი…
გამოკვლევები აჩვენებს, რომ ურთიერთლტოლვის და სწრაფვის მაჩვენებელმა 70 %-იკლო… ძირითადად მთავარია ოჯახის ყველა წევრი კარგად და ნოყიერად იყოს გამოკვებილი, ძალიან ძვირიანი და ბევრი ფუნქციების მქონე ინტერნეტთან მისაერთებელი საშუალებები ჰქონდეთ, რომ ნებისმიერ დროს და ვითარებაში ინტენეტზე ხელი მიუწვდეთ და თავად ცხოვრებაში „ხელმიუწვდომელები“ იყონ… მთავარი საქმე გაკეთებულია, კმაყოფილია დიდიც და პატარაც.
თითქმის გამთენიას იძინებენ. თუ ცხოვრებას დაუბრუნდნენ უკვე იმდენად დაღლილები არიან, სააზროვნოდ ძალები არ ყოფნით.
რით არიან დაღლილები ცნობილია, მაგრამ რომ ვერც ისვენებენ, ამასთან ერთად ისიც… და ამ დროს რა ხდება? — ასე „ნალოლიავები“ შვილები მზად არიან ამქვეყნად არ იცხოვრონ, გაექცნენ, ან ინტერნეტში, ან საერთოდ ამქვეყნიდან… ღამე როდის იძინებენ? — ხომ ყველამ ვიცით და როდის იღვიძებენ? — ამას ხომ გაღვიძება არც ქვია. პირს არ იბანენ და კბილებს ვერ იხეხავენ, საღამურს არ იცვლიან ისე იწყება „ონლაინ გაკვეთილები“ — ვაი იმას, ვისაც მიაჩნია, რომ ეს გაკვეთილებია. მასწავლებლებთან, რომლებიც ძალებს არ ზოგავენ შედეგის მისაღწევად, დიდი ბოდიში მომიხდია, ისინი საკუთარ მოვალეობას პირნათლად ასრულებენ და ლამის გმირობის ტოლვას საქმეს სჩადიან და იმედი უნდა გაუცრუო, დაკვირვებებმა ცხადყო, რომ: უმჯობესია, საერთოდ არ იყოს. ამის მიზეზი ბევრია. ყველაზე მთავარი: ამასობაში ბავშვები სიმულიანტობას თავის მოტყუებას, სხვებისთვის თვალისახვევას და თვალთმაქცობას ეჩვევევიან საკუთარი თავის მტრებად ქცეულები … როგორც იქნა მორჩებიან გაწაფულად სიცრუეს… გაკვეთილებამდე ძლივს „მირეკილებს“ დავალება „არ აქვთ“… სასწავლი არ აქვთ… სამაგიეროდ არ შორდებიან ინტერნეტს, რომელიც რატომღაც სწორედ „გაკვეთილის დროს“ არ ჰქონდათ… აბა, სხვა რა უნდა აკეთონ, მათ ხომ საქმე არაფერი აქვთ და „დახტიან“ ერთი საეჭვო „ინფორმაციიდან“ მეორეში იქვე ასევე ინტერნეტდამოკიდებული უფროსების მხარდამხარ…
„მკვდარი წრე“ შეკრულია.
კოშმარული სიზმარი გრძელდება.
მიზეზი?
მშობლებმა არ იციან რა უნდა გააკეთებინონ მთელი დღე სახლში მყოფ ბავშვებს, არც სხვამ იცის რამე?
ამ კოშმარულ სიზმარს ერთი მეტად ცნობილი და ყოველ დროში ყველასთვის ნაცნობი სიტყვა:
სიზარმაცე — ჰქვია და მის წინააღმდეგ ეფექტური საშუალება ფიზიკური ასევე გონებრივი ვარჯიში
დავიწყვებულია და ამით დავამთავრეთ კოშმარული სიზმარიც…
შედეგ დღეის მონაცემებით სამ დღეში 9 ადამიანია გარდაცვლილი. სრულიად ჩვეულებრივი და ნორმალური ფიზიკური და გონებრივი მონაცემების ადამიანები.
ცხადია, მხოლოდ ასეთად ყოფნა არ კმარა.
ამ გახსენებაზე:
სომეხი ქართველი და აზერბაიჯანელი ნავში ისხდნენ და გადაუბრუნდათ… იძირებიან. მოადგათ გემი და იქიდან სამივეს ეუბნებიან: თითო ამოცანას გეტყვით თუ გამოიცნობთ, გადაგარჩენთო. სომეხს ორჯერორიო — უპასუხა, ქართველს სამს მიმატოთ სამიო, უპასუხა… აზერბაიჯანელს 209 გაამრავლე 709 და კვადრატული ფესვი ამოიღეო… შეხედა აზერბაიჯანელმა და … თუ ადგილი არ გაქვთ ასეც მითხარითო…
მოკლედ, როგორც უნდა იყოს ამქვეყნად ადგილი ყველასთვის არის, მაგრამ გონებრივი და ფიზიკური ვარჯის სახით კვადრატული ფესვის ამოღება აუცილებელი ხდება…
კოშმარული სიზმარი დასრულებული გეგონათ, ასე მივხვდი.
პირიქით ახლა იწყება.
სწორედ მაშინ, როცა გადარჩენის აუცილებლობის წინაშე ვდგავართ.
სხვა გზა არ არის უნდა დავიწყოთ „უმაღლესი მათემატიკით“, რაც ამ შემთხვევაში:
მშობლების, ზოგადად უფროსი თაობის სიზარმაცის დაძლევაშია.
არასდროს არავინ ასწავლიდა მშობლებს, თუ როგორ უნდა აღეზარდათ შვილები… ცუდად აღზრდილები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან. მაგრამ საერთოდ აღზრდას მოკლებულები?…
ამასობაში ფიზიკურად თავდაცვის უნარი — იმუნიტეტი კლებულობს.
კოშმარული სიზმრის დასასრული.
დიახ, ყველაფერი ერთ დროს მთავრდება.
აბსოლუტურად ყველაფერი.
რაც იწყება მთავრდება კიდეც, მნიშვნელობა არა აქვს როგორ…
სიზმრიდან გამოღვიძების შემდეგ:
როცა რაღაც ერთი მთავრდება, იწყება მეორე:
გონების სრული დასვენება და ძალების აღდგენა — გადატვირთვა!
ეს არის გამოსავალი.
გადატვირთვა
გადატვირთვა
გადატვირთვა
ამ სიტყვის სული მნიშვნელობით: როცა მოზღვავებული უაზრო ინფორმაციით დაღლილი წვები და მოკლე ხანში სრულიად ნათელი გონებით იღვიძებ.
არსებობს ამის მისაღწევად სრულიად ნათელი გზა.
მთელ მსოფლიოში:
მძვინვარებს კოვიდ-10 და მხოლოდერთადერთი მოთხოვნა აქვს ადამიანებისადმი.
გაიმაგრეთ იმუნიტეტი.
ეს რომ გააკეთოთ უნდა: გადატვირთოთ გონება:
ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად თანამედროვე დასავლური მედიცინის ტრადიციულ ჩინურ მედიცინასთან შეხამება ესახებათ უსაფრთხოდ, ეფექტურად, ხელმისაწვდომად და ამიტომ COVID-19–ის წინააღმდეგ საბრძოლველად მეცნიერულად დაუდასტურებელი არამედიკამენტური საშუალებების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად ყველა ღონეს მიმართავენ, რაც ხელს არ უშლის მოსახლეობას ვირუსების დასაძლევად ალტერნატიულ მედიცინას მიმართოს აცხადება გაზეთი „ჩინადეილი“.
ჩინეთის რესპირატორულმა სპეციალისტმა, ჟონგ ნანშანმა თქვა, რომ კლინიკურ კვლევებში ეფექტურია მცენარეული რეცეპტი, სახელწოდებით «პნევმონია NO1». სისტემური მიმოხილვის დროს ავტორებმა დაასკვნეს ჩინური მცენარეული ფორმულა, რომელიც COVID-19- ის პროფილაქტიკის შესაძლო ალტერნატიულ მიდგომას წარმოადგენს.
მცენარეებით პირველი მკურნალი მითოსური შენნუნგი ყოფილა. გადმოცემის თანახმად, მას გასინჯული ჰქონდა ათასობით ჯიშის მცენარე და გლეხებს უზიარებდა თავის ცოდნას შხამიანი და სასარგებლო მცენარეების შესახებ. ალტერნატიული მედიცინა ადამიანისა და ბუნების კავშირს ადამიანის ფიზიოლოგიას და პათოლოგიას იკვლევს და ბევრ ქვეყანაში ალტერნატიული მედიცნა მედიცინის განუყოფელ ნაწილად ითვლება. განსაკუთრებულად ეფექტურად მიიჩნევა პროფილაქტიკისთვის და ადამიანების სრულიად უიმედო მდგომარეობის დროს მიმართავენ: ებრძვიან ქიმიოთერპიის გვერდით ეფექტებს, ნარკოტიკებისა თუ ალკოჰოლის დაუძლეველი მიდრეკილების წინააღმდეგ მთავარია დიაგნოზის სწორად დასმა, რაც საკმაოდ რთულია და დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ამიტომაც, ალტერნატიულ მედიცინაში ექიმად გასახდომად დიდხანს სწავლობენ. ერთ-ერთი ცნობილი ჩინური გამოთქმის თანახმად, „კარგი ექიმი კარგ პრემიერმინისტრადაც გამოდგება“. მაგალითად ტიბეტურ ტრადიციულ მედიცინას საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ მედიცინაში.
დასავლურ მედიცინაში ავადმყოფობას კონკრეტული ელემენტი კურნავს, ხოლო ტიბეტურში სხვანაირადაა საქმე; მაგალითად, თუ გვაქვს მაღალი ტემპერატურა, დასავლური მედიცინის ექიმი გამოგვიწერს წამალს, რომელიც შეიცავს პარაცეტამოლს. ხოლო ჩინური მედიცინის ექიმმა შეიძლება გვირჩიოს ჯანჯაფილის წვნიანი ყავისფერი შაქრით. დასავლური წამლების ხშირ მიღებას ბევრი ზიანიც მოაქვს: ალერგია, დისბაქტერიოზი და სხვა მრავალი გვერდითი მოვლენები, ასევე შეჩვევა და წამლებზე
ტრადიციული მედიცინის საშუალებებით მკურნალობას არ სჭირდება მაღალი მოწინავე ტექნოლოგიები ან ძვირადღირებული პროცედურები.
ჯანმრთელობის კონტროლის აღდგენა სურთ, ან მათთვის, ვისაც სურს შეინარჩუნოს შრომისუნარიანობა თუ არ დაიზარებს, ყველას შეუძლია ისწავლოს და ისარგებლოს აღმოსავლეთ-დასავლეთის ამ ყოვლისმომცველი მიდგომით, უსაფრთხო, ეფექტური და ხელმისაწვდომი საშუალებებით.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია მაშინ, როცა:
ამჟამინდელი რეალობა კოვიდ-10 მარტო არ არისმედიკამენტები მოქმედებენ კონკრეტულ რგოლზე, დაავადების სიმპტომებზე და ხშირად დაავადების გამომწვევ მიზეზებს — არა და დაავადება შენიღბულად პროგრესირებს. საჭირო ხდება ალტერნატიული გზების ძიება და აქ მთავარ პოზიციას აღმოსავლური მედიცინა იკავებს.
ამას ადასტურებს ბოლო ათწლეულში ჩინეთში შემუშავებული კვებითი დანამატები, რომლებსაც არ გააჩნიათ არანაირი გვერდითი მოვლენები და რომელთა მოქმედების სიძლიერე უტოლდება კარგად ნაცნობ მედიკამენტებს.
კოვიდ19-ის ფონზე მთელ მსოფლიოში პოპულარობს ტრადიციული მედიცინა ქართული ტრადიციული მკურნალობაც საკმაოდ ეფექტური იყო.
ეს რაც შეეხება მკურნალობას, მაგრამ სჯობს სამკურნალოდ არ გაგვიხდეს საქმე ამისთვის:
ფიზიკურად და გონებრივად უნდა განვიტვირთოთ და ყველაფერი დავიწყოთ ხელახლა.
ჩვენ ეს შეგვიძლია!
ჰოდა, შევიძლოთ ენდეთ სხეულის თანდაყოლილი განკურნების უნარს, რომლიც ყოველიშემძლეა. მთავარია გსურდეთ და მზად იყოთ განტვირთვისთვის, კომფორტს შეელიოთ სახელად „ინტერნეტი“ ზომიერება ისწავლოთ სულ ეს არის —

და ყველაფერი კარგად იქნება!
როგორ?
ძალიანმარტივად.
მაგრამ მანამდე უნდა გადაამოწმოთ ყოველივე, რაც ახლა უკვე იცით, კი არა, ისედაც იცოდით, უბრალოდ, შეგახსენეთ!

ქეთევან ჩემია

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

გიორგი ღოღობერიძე გირჩევთ თუ რა უნდა იცოდეთ ანაფილაქსიაზე

ძველი, ხალხური რეცეპტი დაგიცავთ სიბერისგან

Joni Kvaracxelia

ეს 2 რაღაცა დაგეხმარება, ცემინება, სურდო, ყელის ტკივილი უსწრაფესად მოგვარებისთვის

დატოვე კომენტარი