განცხადება/მიმართვა

“ის რაც საქართველოში ვერ შევძელი, ახლა ამას უკრაინაში ვაკეთებ”-სააკაშვილი(ვიდეო)

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით ვიდეომიმართვას ავრცელებს:

“უშიშროების საბჭომ განიხილა ჩვენს მიერ მომზადებული კანონპროექტი, საპროცესო გარიგებების შესახებ და ასევე, მიმიწვია მომხსენებლად დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე.
დეოლიგარქიზაციის კანონი კრძალავს გარკვეული თანხების მფლობელებისთვის, რა თქმა უნდა ამაში შედის ყველა მილიარდერი და ნებისმიერი ადამიანი, ვისაც აქვს 80 მილიონ დოლარზე მეტი, რომ მათ უკრძალავს პოლიტიკაში ჩარევას და მთელ რიგ ბიზნეს გარიგებების დადებას, პოლიტიკოსებს უკრძალავს მათთან პირად ურთიერთობებსაც კი.
დღეს პრეზიდენტ ზელენსკისთანაც შევთანხდით, რომ ამ კანონპროექტს, ასევე მოვაყოლებთ კანონების პაკეტს, რომელიც შეზღუდავს ჩინოვნიკებს თავის კორუფციულ საქმიანობაში და მართლა ანტიკორუფციულ რევოლუციას განვახორციელებთ უკრაინაში.
თავისთავად დეოლიგარქიზაციის კანონი არის ის, რაც თავის დროზე არ მივიღეთ საქართველოში და ამან ძალიან დაგვაზარალა და ამის შესახებ, დღეს ვუთხარი უკრაინის პრეზიდენტსაც და უშიშროების საბჭოს, სხვა წევრებსაც, მთავრობის ხელმძღვანელებს და პარლამენტის სპიკერატს.”

Loading…

მსგავსი პოსტები

“საქართველოში თუ ცოტას იპარავ ქურდობაა, თუ ბევრს – ბიზნესი”

“მელია არის სააკაშვილის მძევალი”-კობახიძე

roma sajaia

“მირჩევნია ვიყო ჩარეცხილი, ვიდრე ნამუსგარეცხილი”-ნინელი ჭანკვეტაძე

დატოვე კომენტარი