განცხადებები

იმერეთის გუბერნატორი, ზვიად შალამბერიძე განცხადებას ავრცელებს

„შეურაცხყოფა და აგრესია, რიგ შემთხვევებში საპასუხო ქმედებას იწვევს“, ამიტომ ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ძალადობის პროვოცირებისა და ძალადობისგან: „ყოველგვარი დაპირისპირება, ძალადობა და ძალადობის პროვოცირება ჩვენთვის მიუღებელია. კანონის ფარგლებში მოქმედება ყველა მოქალაქის ვალდებულებაა და ამ ჩარჩოებიდან გასვლას ბუნებრივია მოყვება სამართლებრივი რეაგირება. ჩვენი ქალაქი და მუნიციპალიტეტი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას და იმედი მაქვს, დაგეგმილი აქცია ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობას არ შეაფერხებს“ — აცხადებს რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე.

შეგახსენებთ რომ პროპორციული არჩევნების მოთხოვნით ოპოზიციური პარტიების მიერ ქუთაისში დანიშნული აქცია-მსვლელობა 14 საათზე უნდა დაიწყოს.

paqtebi.ge

მსგავსი პოსტები

რაში დახარჯავს მოგების შემთხვევაში ლადო აფხაზავა მილიონ დოლარს?

კვიციანის ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო-შსს განცხადებას ავრცელებს

Joni Kvaracxelia

«პატრიარქის უნაკლო განცხადება. ბრძნული და სახელმწიფოებრივი»-ნიკა გვარამია პატრიარქის განცხადებაზე

დატოვე კომენტარი