განცხადებები

კვიციანის ინციდენტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო-შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ემზარ კვიციანის ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის საფუძველზე დაიწყო.აღნიშნულთან დაკავშირებიღ შსს განცხადებას ავრცელებს:

«შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოში პარლამენტის შენობის მიმდებარედ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
გამოძიების ფარგლებში, ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხებიან ინციდენტში მონაწილე პირები, ასევე, მოხდება არსებული ვიდეოჩანაწერების შესწავლა, რის შემდეგაც ქმედებას მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.»-აღნიშნულია განცხადებაში.

Loading…

მსგავსი პოსტები

«ჩაცხრება ეს ვნებათაღელვა და დავასახელებთ…» ინაშვილი განმარტებებს აკეთებს

roma sajaia

საქართველოს საპატრიარქო უკრაინის ავტოკეფალიას არ უჭერს მხარს?

დევნილი საზოგადოების პროტესტი — აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ ბოდიში მოიხადოს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი