განცხადებებიკრიმინალი

გარდაცვლილის ოჯახი ითხოვს, შეიცვალოს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის კვალიფიკაცია

თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, გარდაცვლილის ოჯახთან ერთად, ითხოვს, შეიცვალოს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის კვალიფიკაცია. მისი შეფასებით, მანქანა შემთხვევის ადგილზე მიიყვანეს და არ არსებობს მასალები იმის დასამტკიცებლად, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ადვოკატის თანახმად, კერძოდ, აბსურდია იმის მტკიცება, რომ მანქანა, რომელშიც გარდაცვლილი იმყოფებოდა, 5 დღის განმავლობაში იდგა შემთხვევის ადგილზე და მისი შემჩნევა მწყემსებმა ვერ შეძლეს.

მიხეილ რამიშვილმა ჟურნალისტებს აჩვენა ერთ-ერთი მოქალაქის მიერ სამი დღის განმავლობაში, 12, 13 და 14 აგვისტოს გაკეთებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ჩანს, რომ შემთხვევის ადგილის რადიუსში მწყემსი აუცილებლად შეძლებდა მანქანის დანახვას.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

«ქოთანს ყურს საიდანაც გინდა მოაბამ და შეგვიძლია, ეს ყური ორივე მხრიდან მოვაბათ»-ელისაშვილი ამნისტიის კანონპროექტზე

roma sajaia

«თუ ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაშინ პუტინი გაიმარჯვებს და…» — კაია კალასი

Joni Kvaracxelia

საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება

დატოვე კომენტარი