განცხადებები

საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება

«გარემოს ეროვნული სააგენტო» განცხადებას ავრცელებს:

«🌤25-27 მარტს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25 მარტს +8, +13 გრადუსი იქნება, 26-27 მარტს +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 28 მარტს კვლავ ნალექიანი და შედარებით გრილი ამინდია მოსალოდნელი.
🌦აღმოსავლეთ საქართველოში 25 მარტს შედარებით ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, 26 მარტს უფრო აცივდება, ზოგან ნალექი და ნისლია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღის საათებში +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს, ხოლო 27 მარტს +14, +19 გრადუსამდე დათბება.

ქ. თბილისში 25 მარტს დღე უნალექოდ ჩაივლის, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა +10, +12 გრადუსის ფარგლებში იქნება. 26 მარტს დილის საათებში მცირე წვიმა და ნისლია მოსალოდნელი, ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიკლებს, 27 მარტს კი +18 გრადუსამდე მოიმატებს.»

ფაქტები.ჯი

loading…


მსგავსი პოსტები

«ხორავას ქუჩის მკვლელობის გამოძიებასთან დაკავშირებით გიორგი კვირიკაშვილმა შეცდომა დაუშვა»- თეა წულუკიანი

საქართველო 2030 წელს ევროკავშირის წევრი იქნება-ირაკლი კობახიძე

roma sajaia

«რა საზიზღრები ხართ! როგორ გული მერევა თქვენზე! ყველაფერი რუსული უნდა იაკრძალოს ამ ქვეყანაში!»-სტეფანე

დატოვე კომენტარი