აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატი ასლან ბჟანია, რომელიც სოჭის საავადმყოფოდან კრასნოდარის კლინიკაში გადაიყვანეს, კომადან გამოვიდა.
ამის შესახებ სამედიცინო წრეებში არსებული წყაროს მითითებით იტყობინება ინტერფაქსი.
”ბჟანიას მდგომარეობაში დადებითი დინამიკა ფიქსირდება. ის მედიკამენტოზური კომადან გამოვიდა, პულსი და წნევა ნორმალური აქვს. ”- იუწყება წყარო.
მისი თქმით, ბჟანია “ამოძრავებს ხელებს, ფეხებს, რეაგირებს კითხვებზე.”
კრასნოდარის ოლქის ჯანდაცვაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბჟანია გადაყვანილ იქნა სოჭის საავადმყოფოში. მასმედიის ცნობით ის აქამდე მედიკამენტოზურ კომაში იმყოფებოდა.
მოსკოვიდან სოხუმში მიმავალი, აფხაზეთის ეგრეწოდებული პრეზიდენტობის კანდიდატი, ასლან ბჟანია ავად გახდა. სავარაუდოდ ის მოწამლულ იქნა.
შეგახსენებთ, რომ განმეორებითი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება.
