ოკუპაცია/დევნილები

არასამთავრობოები, რომლებსაც საახალწლო საჩუქრები მიჰქონდათ ოკუპაციის ხაზთან მცხოვრებლებთან, შსს-მ არ შეუშვა

მეგობრებო! მოგეხსენებათ, ანტისაოკუპაციო მოძრაობა ძალა ერთობაშია, არასამთავრობო ორგანიზაციები «შეაჩერე კორუფცია», «ერთად სახლში», «ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი 20 ივნისი», » ახალი თაობა-დემოკრატიული არჩევნები» გავერთიანდით იმისათვის, რომ დავეხმაროთ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ, ვისაც განსაკუთრებით უჭირთ.

დღეს, 30 დეკემბერს, ჩვენ ჩავედით გორის რაიონის სოფელ ვარიანში და შევეცადეთ ლია კობერიძეს და მის 4 მცირეწლოვან შვილს დავხმარებოდით ახალი წლის უკეთესად შეხვედრაში. ამის შემდეგ წავედით ატოცისკენ, რათა ასევე გვერდით დავმდგარიყავით ერთ-ერთ ოჯახს გვერდით. შემდეგ ეტაპზე ჩვენს გეგმაში ასევე იყო სოფელი კოდაც. თუმცა, სხვაგვარად ფიქრობდა ჩვენი ხელისუფლება. ჩვენ დილიდანვე შევატყობინეთ შსს ჩვენი გადაადგილების შესახებ. დაახლოებით 6 საათი დასჭირდა შსს მიეღო გადაწყვეტილება ჩვენ არშეშვებასთან დაკავშირებით. მაგრამ გადაწყვიტეს და არ შეგვიშვეს. მიზეზი? «თქვენი უსაფრთხოების გამო». ეს ზღაპრები მოუყევით ვინმე სხვას. ჩვენ თქვენი დიდი ხანია აღარ გვჯერა.

ეს კოლაბორაციონისტი და ანტი-ეროვნული მთავრობა ყოველდღე უმტკიცებს მოსახლეობას, რომ მას მაგრად კიდია ამ ქვეყნის მოქალაქეები. დღევანდელი დღე იყო კიდევ ერთი დასტური, რამდენად არ აღელვებს ამ მთავრობას საკუთარი მოქალაქეების ბედ-იღბალი. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას, თქვენ კი ებრძოლეთ საკუთარ მოსახლეობას. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს თქვენი ასეთი დამოკიდებულება ხალხის მიმართ. და კიდევ ერთხელ — ძალა ერთობაშია! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი! -აცხადებს სოცილურ ქსელში დავით ქაცარავა, როგორც ჩვენთვის ცნობილია ემიგრანტების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ დავით ქაცარავასთან ერთად კერძოდ ემიგრანეტები ირლანდიიდან.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

სამი ახალი შემთხვევა covid-19 ის ოკუპირებულ აფხაზეთში

აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რუსეთის შემადგენლობაში მოქცევის მცდელობები

Joni Kvaracxelia

«ოქროს საწმისის» დევნილთა საგანგაშო მდგომარეობა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი