დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კორონავირუსთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:
“მინდა, მოგახსენოთ გუშინდელი მონაცემები გრიპთან დაკავშირებით. არ უნდა მოვადუნოთ ჩვენი ყურადღება გრიპთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს გარკვეულად ზედდება ამ ორი რესპირაციული ინფექციის. მარტის მეორე კვირაში და ზოგადად ამ წლის მეათე კვირაში უკვე გვაქვს ოდნავ ზრდა მიმართვიანობის გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების ქვეყანაში 100 000 მოსახლეზე გადათვლით, ასევე მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. არ შეგეშინდეთ, მაგრამ სიფხიზლე აუცილებელია. ეს არის დაახლოებით 2,3,4 პროცენტის ფარგლებში მატება, მაგრამ მაინც საყურადღებოა და უნდა ვიყოთ ფრთხილად, რომ ქვეყანაში გრიპის მეორე ძლიერი ტალღა არ მივიღოთ…
“დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება, თუ ვართ ინფიცირებულ ადამიანთან, შესაბამისი დამცავი საშუალებების, პირბადებიის ხმარება, ხელების ხშირი დაბანა და ა.შ.”-განაცხადა გამყრელიძემ.
