განცხადებები

ფასილიტატორების განცხადება საქართველოში პოლიტიკური დიალოგის შესახებ

ვულოცავთ პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებს დღევანდელ წარმატებულ შეთანხმებას, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია საქართველოში პოლიტიკური გარემოს დეპოლარიზაციისა და ნორმალიზაციის მიღწევაში, წლის ბოლოს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესში.

დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.

შეთანხმებას თან ახლავს მხარეების ერთობლივი განცხადება, რომელშიც აღიარებულია, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება უფრო ზოგადი მიზანია, იმის გათვალისწინებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.

ვაღიარებთ, რომ დღევანდელი შეთანხმება არის ერთ-ერთი საყრდენი წერტილი საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, დაიცვას ის და უზრუნველყოს მისი წარმატებით მიღება პარლამენტში და შემდგომი განხორციელება საქართველოს — ხალხისა და ქვეყნის — საკეთილდღეოდ.

Loading…

STATEMENT OF THE POLITICAL DIALOG FACILITATORS ON AGREEMENT

We congratulate the participants of the political dialogue on today’s successful agreement, which represents a crucial step towards depolarization and normalization of the political environment in Georgia in the run-up to the parliamentary elections later this year.

Today’s agreement foresees an election system for 2020 based on 120 proportional mandates and 30 majoritarian mandates, a fair composition of election districts, a 1% threshold, and a cap recognizing that no single party that wins less than 40% of the votes should be able to get its own majority in the next parliament.

The agreement is accompanied by a joint statement among the sides outlining the agreement and recognizing the wider objective of holding free and fair elections, including the necessity of addressing actions that could be perceived as inappropriate politicization of Georgia’s judicial and electoral processes and of avoiding any such actions in the future.

We recognize today’s agreement as a stepping-stone on Georgia’s democratic path. We call on all sides to adhere to it and to safeguard its successful adoption in Parliament and subsequent implementation, for the benefit of the people and country of Georgia.

წყარო

მსგავსი პოსტები

ბიძინა ივანიშვილის მეგობარი ექსპერტი შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსი გახდა

«ან მკვდარს გაგვიტანენ ან აუცილებლად მივაღწევთ ჭეშმარიტებას“-ზაზა სარალიძე

“მოთმენა აღარ შემიძლია, სიმართლე უნდა ვთქვა…სანამ განმსჯით ჯერ წაიკითხეთ” -გივი სიხარულიძე «რუსთავი2»-ზე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი