covid-19

«ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. შესაძლოა კორონავირუსის გავრცელების პიკი იყოს არა მარტში, არამედ ივნისში ივლისში და ა.შ.»-თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ქრონიკასთან“  კორონავირუსის შესაძლო გავრცელებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

«არის მხოლოდ ვარაუდები და მსჯელობა პერეცედენტებით გრიპის ეპიდემიის მიხედვით. გრიპის ეპიდემია მეორე პიკს თებერვალ-მარტში აღწევს და აპრილიდან ის მილევადი ხდება, ანუ იწყება ეპიდემიის დაღმავალი ტალღა. ექსპერტთა ნაწილს აქვს იმედი და ყველას ასე გვინდა, რომ კორონავირუსის ეპიდემია მოიქცეს ისე, როგორც გრიპის ეპიდემია. თუ ასე მოხდა, ძალიან კარგი და თუ კორონავიურსმა სულ სხვა თვისებები გამოამჟღავნა და ეპიდემია დაღმავალი გზით არ წავიდა, ჩვენ ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. შესაძლოა ეს პიკი იყოს არა მარტში, არამედ ივნისში ივლისში და ა.შ.»-განაცხადა თენგიზ  ცერცვაძემ.

Loading…

მსგავსი პოსტები

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი ოთხდღიანი სამუშაო კვირის შემოღების ინიციატივით გამოდის

ევროკავშირი, კორონავირუსისგან დაზარალებული წევრი ქვეყნებისთვის 500 მილიარდ ევროს გამოყოფს

ღარიბაშვილის კლასტერი-ზურაბიშვილი თვითიზოლაციაში გადავიდა

roma sajaia

დატოვე კომენტარი