covid-19მსოფლიოში

მოსახლეობამ ესპანეთის დედაქალაქში ნაწილობრივი კარანტინის შემოღება გააპროტესტა

მადრიდის მოსახლეობამ კორონავირუსის გავრცელების შეჩერების მიზნით ესპანეთის დედაქალაქში ნაწილობრივი კარანტინის შემოღება გააპროტესტა. აქციაზე ასობით ადამიანი გავიდა. მათ ქვეყნის მთავრობის მიერ შემოღებული ზომები დისკრიმინაციულად მიაჩნიათ. დემონსტრანტებს მიაჩნიათ, რომ მთავრობამ ისინი მიატოვა. შემთხვევების მატება უმეტესწილად ღარიბ უბნებში ფიქსირდება. შეზღუდვები ქალაქში ორშაბათიდან ამოქმედდება და მადრიდის მოსახლეობის 13%-ს, ანუ დაახლოებით 850 ათას ადამიანს შეეხება. მათ საკუთარი უბნების დატოვების უფლება მხოლოდ სამსახურში წასასვლელად, ბავშვების სკოლაში მისაყვანად ან სამედიცინო დახმარების მისაღებად ექნებათ. ჩაკეტილ ზონაში გადაადგილება თავისუფალი იქნება, თუმცა დაიკეტება პარკები, მაღაზიები, ბარები და რესტორნები კი 50%-იანი დატვირთვით იმუშავებენ. აიკრძალება 6 ადამიანზე მეტის შეკრება.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ვლადიმირ ზელენსკი არჩევნებში ვერ მიიღებს მონაწილეობას?

Joni Kvaracxelia

ემანუელ მაკრონი — საქართველომ, რომელიც ევროპისკენ შეტრიალდა, იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს

Joni Kvaracxelia

CoVid-19 საქართველოში

დატოვე კომენტარი