მსოფლიოში

«Crocus sity hall»-ში დაზარალებულთა მდგომარეობა ცნობილი გახდა

«Crocus sity hall»-ში სროლის შემდეგ საავადმყოფოში გადაყვანილთაგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია, განაცხადა მოსკოვის რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა — წერს «რია ნოვოსტი».

რეგიონის ხელმძღვანელმა დაზარალებულთა მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საავადმყოფოში 21 ადამიანი გადაიყვანეს, მათგან ოთხი მძიმე მდგომარეობაშია. „მოხდა ტრაგედია. მეხანძრეები კროკუსში მუშაობენ. ხანძრის ზონა ძალიან შესამჩნევია“, — აღნიშნა გუბერნატორმა.

ვორობიოვმა დასძინა, რომ შემთხვევის დეტალები სამუშაოების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვში სროლისა და ხანძრის შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა. FSB-ის ინფორმაციით, Crocus City Hall-ის 100-ზე მეტი სტუმარი დაშავდა.

მსგავსი პოსტები

ესპანეთში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა

4 სექტემბერს სერბეთის და კოსოვოს ლიდერები თეთრ სახლში მიიწვიეს

მინსკში სოციალურ ქსელებს ზღუდავენ

დატოვე კომენტარი