კრიმინალი

თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს

თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით, ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ერთი ადამიანი ეკლესიასთან დახვდა და დაზიანებები მიაყენა.

სასულიერო პირი მიყენებული ჭრილობების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

დამნაშავე პოლიციას სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჰყავს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Loading…

მსგავსი პოსტები

შსს-მ ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით 6 ადამიანი დააკა

ბათუმში გვიან ღამით 2 ახალგაზრდა დაჭრეს

საბერძნეთში ქართველი მამაკაცი მოკლეს

დატოვე კომენტარი