განცხადება/მიმართვა

დაცული ტერიტორიების სააგენტო ლაგოდეხში  „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარედ მომხდარ უბედურ შემთხვევაზე განცხადებას ავრცელებს

დაცული ტერიტორიების სააგენტო ლაგოდეხში „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

“ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე, „ნინოსხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე ადიდებულია მდინარე და დაზიანებულია ინფრასტრუქტურა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ლაგოდეხის ადმინისტრაცია აღნიშნულის შესახებ აფრთხილებს ყველა ვიზიტორს და ალტერნატიული ტურისტული ბილიკებით სარგებლობის შესაძლებლობას სთავაზობს.

ვიზიტორთა ქცევის წესების დარღვევა, რაც აღნიშნული მითითებების გაუთვალისწინებლობასა და თვითნებურ ქმდებაში გამოიხატა, დღეს, „ნინოსხევის ჩანჩქერის” მარშრუტზე უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფრთხილებთ, დაემორჩილოთ სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების მითითებებს და მკაცრად დაიცვათ ვიზიტორთა ქცევის წესები.”-აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ  ლაგოდეხში „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე,  მდინარეში 16 წლის გოგონა ჩავარდა და სწრაფმა დინებამ გაიტაცა.

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

დიდი შვიდეულის პრემიერმინისტრები მზად არიან რუსეთთან მიმართებაში მკაცრი კურსი შეინარჩუნონ

Joni Kvaracxelia

“რატომ მაფურთხებთ სახეში?..მე გიჟი ვარ ქალბატონო თამარ?”- ლუდა სალია თამარ ხულორდავას (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

ვაქცინა 2020 წლის ბოლოს იქნება-ენტონი ფაუჩი

დატოვე კომენტარი