ესტონეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა კრემლში შეხვედრაზე საქართველოზე და საქართველოს ახალ პრეზიდენტზე ისაუბრეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდიმ რუსულ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ესტონეთი ევროკავშირის წევრია და სრულად უჭერს მხარს სანქციების ევროპულ მექანიზმსა და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას“,
„სწორედ ეს განვიხილეთ. საქართველოში ახლა ახალი პრეზიდენტია და განვიხილეთ, რისი გაკეთებაა შესაძლებელი. უკრაინაშიც არჩევნებია. ამავდროულად, მილიონობით იძულებით გადაადგილებული პირია და ამის შესახებ აუცილებელია საუბარი, იმ შემთხვევაშიც კი, თუ განსხვავებული შეხედულებები გვაქვს, თუ როგორ მივედით აქამდე. არ ველოდებოდი, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსამდე მივიდოდით. პატივისცემის მიუხედავად, საკუთარ აზრზე დავრჩი, ისევე, როგორც ჩემი თანამოსაუბრე“, – აცხადებს ესტონეთის პრეზიდენტმა ინტერვიუში.
