განცხადებები

«სააკაშვილი საკუთარი გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, დაკარგა 150 სოფელი»- კალაძე

თბილისის მერმა და «ქართული ოცნების» გენერალურმა მდივანმა  კახა კალაძემ  გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზე და  საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი   «საქართველოში რუსეთის ჯარის შემოძღოლასა და ღალატში» დაადანაშაულა:

«პარტია და მისი ლიდერი, ვინც საკუთარი გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით პრაქტიკულად რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, დაკარგა 150 სოფელი, მათ შორის, ჯერ განაიარაღა და მერე უბრძოლველად ჩააბარა კოდორი, მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც არ უზრუნია, ისე მოაწყო გამარჯვების ყალბი ზეიმი რუსთაველის გამზირზე და რომ არა პატრიარქის პირადი გმირობა და ჩვენი სამღვდელოების თავდადება, ზოგიერთი გმირის საფლავიც არ გვექნებოდა.»-განაცხადა კახი კალაძემ.

https://www.facebook.com/tabula.ge/videos/2179685575579246/

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«პუტინმა კეთილი ინებოს და პოლიტიკურად მინიმალური სტანდარტები დააკმაყოფილოს»-ანგელა მერკელი

Joni Kvaracxelia

«ამ ხალხმა აჩვენა ყველა ის თვისება, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის…არ დანებდა და არ გაიყიდა»-გია ხუხაშვილი

roma sajaia

საგანგებო LIVE-დაპირისპირება ივანიშვილის სახლთან შეკვეთილში (ვიდეო)

დატოვე კომენტარი