განცხადებები

«სააკაშვილი საკუთარი გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, დაკარგა 150 სოფელი»- კალაძე

თბილისის მერმა და «ქართული ოცნების» გენერალურმა მდივანმა  კახა კალაძემ  გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთხელ ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომზე და  საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი   «საქართველოში რუსეთის ჯარის შემოძღოლასა და ღალატში» დაადანაშაულა:

«პარტია და მისი ლიდერი, ვინც საკუთარი გაუაზრებელი თუ მოღალატეობრივი პოლიტიკით პრაქტიკულად რუსის ჯარს შემოუძღვა საქართველოში, დაკარგა 150 სოფელი, მათ შორის, ჯერ განაიარაღა და მერე უბრძოლველად ჩააბარა კოდორი, მტერს შეატოვა მშვიდობიანი მოსახლეობა და ჩვენი დაღუპული გმირების ცხედრების გამოტანაზეც არ უზრუნია, ისე მოაწყო გამარჯვების ყალბი ზეიმი რუსთაველის გამზირზე და რომ არა პატრიარქის პირადი გმირობა და ჩვენი სამღვდელოების თავდადება, ზოგიერთი გმირის საფლავიც არ გვექნებოდა.»-განაცხადა კახი კალაძემ.

https://www.facebook.com/tabula.ge/videos/2179685575579246/

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ნიკა გვარამიას ახალი ბრალი წარუდგინეს

უნდა ვაგრძნობინოთ „ქართულ ოცნებას“, რომ არ შევეგუებით ხმების მოპარვას, ვიწყებთ წინააღმდეგობის მოძრაობას-ბადრი ჯაფარიძე

პუტინი გიორგი გაბუნიას პასუხობს (ვიდეო)

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი