Uncategorized

6 მაისს ისტორიაში …

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

წმინდა გიორგი – გიორგობა; დედოფალი ალექსანდრა და წმინდა ვალერია; ანატოლი და პროტოლეონი.

ბულგარეთი — არმიის დღე.

საქართველო — პოლიციის დღე.

 

1527 წ. კარლოს V-ის ჯარებმა რომი გაანადგურეს. ზოგიერთი ცნობით ეს თარიღი რენესანსის დასასრულს უკავშირდება.

1682 წ. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-მ სამეფო კარი ვერსალში გადაიტანა.

1758 წ. დაიბადა მაქსიმილისნ რობესპიერი — ფრანგი რევოლუციონერი.

1794 წ. ჰაიტელები ტუსენ ლუვერტიურის ხელმძღვანელობით საფრანგეთის წინააღმდეგ აჯანყდნენ.

1856 წ. დაიბადა ზიგმუნდ ფროიდი — ავსტრიელი ფსიქიატრი და ფსიქოლოგი.

1861 წ. არკანზასი და ტენესი გამოეყვნენ აშშ-ს.

1889 წ. ეიფელის კოშკის ინაუგურაცია პარიზის უნივერსალურ ექსპოზიციაზე.

1902 წ. დაიბადა კონა გიგინეიშვილი — ქართველი ფილოლოგი, ენათმეცნიერი.

1907 წ. დაიბადა ილია ვეკუა — ქართველი მათემატიკოსი და მექანიკოსი.

1961 წ. დაიბადა ჯორჯ კლუნი — ამერიკელი მსახიობი.

1992 წ. გარდაიცვალა მარლენ დიტრიხი — გერმანელი კინომსახიობი, მომღერალი.

1994 წ. ლა-მანშის გვირაბი ოფიციალურად გახსნეს ფრანსუა მიტერანმა და დედოფალმა ელისაბედ II-მ.

2004 წ. „აჭარული რევოლუციის“ დასარული. ასლან აბაშიძემ დატოვა საქართველოს ტერიტორია და რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს იგორ ივანოვს მოსკოვში გაჰყვა. ბათუმში ჩავიდნენ მ. სააკაშვილი და ნ. ბურჯანაძე.

2011 წ. გაერთიანებულ სამეფოში, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე გამართულ რეფერენდუმზე, ამომრჩევლებმა ალტერნატიულ საარჩევნო სისტემაზე უარი თქვეს.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

4 აპრილს ისტორიაში …

სსრკ მონეტა, რომელსაც შეუძლია გაგხადონ მილიონერი: განძი, რომელსაც თაროზე მტვრის შეგროვება შეუძლია

ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებენ (ფოტოები)

დატოვე კომენტარი