სხვადასხვა

კურამაგომედ ასადულაევი — თავისუფლებისათვის მებრძოლი

ეს დაღესტნის თავისუფლებისათვის მებრძოლი, კურამაგომედ ასადულაევია.

თავისი 56 წლის განმავლობაში მან 20 წელი პარტიზანულ ბრძოლაში გაატარა, რუს ოკუპანტების წინააღმდეგ. ის მრავალი ბრძოლისა და შეტაკების მონაწილეა რუსეთის არმიის ნაწილებთან. იმყოფებოდა რუსეთის ფედერალურ ძებნაში.
მიუხედავად ასაკისა, ცხოვრობდა მთებში და იქიდან ეწეოდა მთელი ეს წლები პარტიზანულ ბრძოლებს.
გუშინ, დაღესტნის ერთ-ერთი სოფლის ხეობაში, რუსეთის „სპეცნაზის» პატრულს გადაეყარა და ბრძოლაში შევიდა მათთან. ერთი „სპეცნაზელი» მოკლა, სამი კი დაჭრა.
რუსული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ კურამაგომედ ასადულაევი მიხვდა, წინააღმდეგობის გაწევას აზრი აღარ ჰქონდა, ტყვედ მაინც არ ჩაბარდა, ბოლომდე ისროდა, წინააღმდეგობას წევდა და ბრძოლაში დაიღუპა.
P.S.
აღნიშნულ ინფორმაციას თანდართული ფოტოთი ჟურნალისტი იური ბუტუსოვი ავრცელებს და წერს — „ომი გრძელდება.. ჩვენგან შორსაც.. გადავწყვიტე ეს დამეწერა, რადგან ვინმემ ხომ უნდა წეროს და გაიხსენოს ასეთი გმირები».. — წერს ბუსტუსოვი.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

25 ივლისის ვალუტის კურსი ცნობილია

კიმ ჩენ ინმა ევროპული ვიზის მისაღებად პასტორტი გააყალბა

Joni Kvaracxelia

ლენტეხში სოკოთი 2 ადამიანი მოიწამლა და 1 გარდაიცვალა

დატოვე კომენტარი