სიახლენისხვადასხვა

იუმორისტული, სატირული და ამავდროულად შემეცნებითი ხასიათის ახალი ინტერნეტპორტალი

ონლაინ სივრცეში ახალი ვებგვერდი bidzer.ge  გამოჩნდა. ინტერნეტპორტალზე განთავსებული ფოტომასალა ქართული ჟარგონისა და პარალელურად გავრცელებული სლენგის ლექსიკონია. მას როგორც იუმორისტული ასევე სატირული დატვირთვა აქვს, თუმცა მას შემეცნებითი დატვირთვაც გააჩნია.„ბიძერში“ თავს იყრის საქართველოს სხვადასხვა სოციალურ ფენასა თუ ასაკობრივ ჯგუფში პოპულარული ჟარგონი და სლენგი. ამ წამოწყებამ მომავალში შესაძლოა მეცნიერულ კვლევებს შეუწყოს ხელი, რაც ქართული საზოგადოებას ახალ ჭრილში გამოაჩენს. “მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ჟარგონი და სლენგი ჩვენი სოციალურ-კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილებია. ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ სისტემა, რომელშიც თავს მოიყრიან ქართული სინამდვილის კონკრეტული ასპექტები და ამით ჩვენი წვლილი შევიტანოთ ქართული ენათმეცნიერების განვითარებაში.“ – აცხადებენ პლატფორმის შემქმნელები.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე მორიგი ევკალიფტის ხის გადატანა ადგილობრივმა მოსახლეობამ გააპროტესტა

“გამარჯვებული დასაჩუქრდება ბიძინას წმინდა ნაწილით მისი გარდაცვალების შემდეგ…”-ნიკა გვარამია

სეტყვა და ძლიერი ქარი – სინოპტიკოსების გაფრთხილება მოსალოდნელი ამინდის შესახებ

დატოვე კომენტარი