განცხადება/მიმართვა

მიხეილ სააკაშვილთან ქართველი ემიგრანტების შეხვედრა, რომის ისტორიულ შენობაში დღეს გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  და ქართველი  ემიგრანტების  შეხვედრა იტალიის დედაქალაქში, დღეს 16:00 საათზე დაიწყება.

რომში საქართველოს მესამე პრეზიდენტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველები შეხვდებიან.

შეხვედრის ერთ-ერთი ორგანიზატორი ბადრი მებურიშვილი  “კურიერთან” საუბრისას შეხვედრის დეტალებზე საუბრობს:

„გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენ ლიეჟში ვნახეთ, უსაფრთხოების ზომები გამკაცრებული არის. ეს არ არის კარგი მიდგომა, რასაც ჩვენი ხელისუფლება აკეთებს აგენტ-პროვოკატორების გამგზავნა და ა.შ. თუმცა ამაზე ადეკვატური ღონისძიებები შევიმუშავეთ ჩვენ. პირველ რიგში ეს არის უსაფრთხოების გამკაცრება. მინდა ვთქვა, რომ ესა რის რომის ცენტრალური ადგილი, სადაც ირგვლივ ყველა ადგილზე გადაადგილდება პოლიცია. თვითონ ეს შენობა არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და 24 საათი იცავს სპეცრაზმი. მენეჯმენტისგან მიღებული გვაქვს ესეთი თანხმობა, რომ ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში მივუთითებთ პიროვნებაზე, რომელიც არის შესაძლო აგენტ-პროვოკატორი, ან რაიმე პროვოკაციის მოხდენას აპირებს, ეს პიროვნება იქნება ადგილზე შეჩერებული და გადაცემული პოლიციას,“-განაცხადა  ბადრი მებურიშვილმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

მმართველი პარტიის ზეწოლა სამოქალაქო საზოგადოებაზე ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას – კარა მაკდონალდი

Joni Kvaracxelia

ცოტნე გამსახურდიას ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

“ძალიან სამწუხაროა თუ ეს სალომე სამადაშვილმა თქვა”-ნიკა მელია

roma sajaia

დატოვე კომენტარი