Uncategorized

2 აპრილს ისტორიაში …

მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:

ღირსნი მამანი, წმინდა საბას მონასტერში სარკინოზთაგან მოწყვეტილნი; წმინდა ფოტინე და ძენი მისნი, ბიქტორი და იოსია და დედანი: ანატოლია, ფოტო, ფოტიდა, პარასკევა, კირიკია, დომნინა და მოწამე სებასტიანე; წმიდა ქალწულმოწამენი: ალექსანდრა, ევფრასია, კლავდი, მატრონა, იულიანა, ეფემია და თეოდორა; ნიკიტა აღმსარებელი.

2 აპრილი –  ბავშვთა წიგნის საერთაშორისო დღე.

გაერო — აუტიზმის პრობლემის შესახებ ინფორმაციის გავრცელების საერთაშორისო დღე.

 

1513 წ. ხუან პონსე დე ლეონმა აღმოაჩინა ფლორიდა.

1725 წ. დაიბადა ჯოვანი ჯაკომო კაზანოვა — იტალიელი მწერალი.

1805 წ. დაიბადა ჰანს კრისტიან ანდერსენი — დანიელი მწერალი.

1872 წ. გარდაიცვალა სემიუელ მორზე — ამერიკელი გამომგონებელი.

1883 წ. გარდაიცვალა გრიგოლ ორბელიანი — ქართველი პოეტი.

1895 წ. დაიბადა ტიციან ტაბიძე — ქართველი სიმბოლისტი პოეტი, მწერალი, „ცისფერყანწელთა“ მოძრაობის ერთ-ერთი დამაარსებელი.

1927 წ. დაიბადა ფერენც პუშკაში — უნგრელი ფეხბურთელი.

1965 წ. ბრაზილიაში შეიქმნა მთელს ლათინურ ამერიკაში უდიდესი სამაუწყებლო კომპანია Globo TV.

1982 წ. დაიწყო ბრიტანულ-არგენტინული შეირაღებული კონფლიქტი ფოლკლენდის კუნძულების გამო.

2004 წ. ნატოში ახალი წევრები მიიღეს: ბულგარეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია.

2005 წ. გარდაიცვალა იოანე პავლე II — რომის პაპი.

2009 წ. ალბანეთი და ხორვატია ნატოს სამხედრო ალიანსის ოფიციალური წევრები გახდნენ.

2012 წ. უნგრეთის პრეზიდენტი პალ შმიტი პლაგიატის სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

გარდაიცვალა აშშ-ს 41-ე პრეზიდენტი, ჯორჯ ბუში

Joni Kvaracxelia

“ჩვენ მაქსიმალურად ყველა გაჭირვებულ ოჯახს დავეხმარებით” – შივან შარმა

28 მარტს ისტორიაში …

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი