სხვადასხვა

“ხვალ რომ PORSHE-ს საჭესთან დავჯდე…ე.ი ჩემიაა?”-მამაო ათანასე

რამოდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც მამა ათანასე (კაპანაძე) ძვირადღირებულ მანქანაში იჯდა, რასაც მწვავე კრიტიკა მოჰყვა საზოგადოებისგან. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით  მამა ათანასე (კაპანაძე) სოციალურ ქსელში წერს:

„მოგესალმებით ყველას, ჩემს facebook -ის მეგობრებსა და სრულიად facebook-ის მომხმარებლებს . გუშინ შუა-დღეს დაიდო ჩემი სურათები , სადაც მე რომპეტროლის ბენზინგასამართ სადგურზე მანქანაში ვზივარ და ვასხამ საწვავს . აღნიშნული მანქანა არის 2006.წ. Bentli , რომელიც ეკუთვნის ჩემს ახლობელ ადამიანს. თუნდაც ცნობისმოყვარეობის მიზნით, რომ დავმჯდარიყავი საჭესთან და მანქანა გამეტარებინა ეს ხომ არ ნიშნავს , რომ ჩემი კუთვნილებაა, ხვალ რომ PORSHE-ს საჭესთან დავჯდე ასევე ანალოგიური ცნობისმოყვარეობით, რომელიც ჩემს ბევრ ახლობელ ადამიანს ჰყავს . ე.ი ჩემიაა?

ხალხო: ნუთუ ვერ ატყობთ , რომ ყველა რაღცნაირად გაბოროტებულია და სხვისი ცხოვრებით ცხოვრობს, თავის ნაჭუჭშია ჩაკეტილი და ერთი სული აქვს ვინმე რაიმეთი გააკრიტიკოს და მიწასთან გაასწოროს. ამ კატეგორია ის უფრო უხარია, რომ , როცა წაქცეული ხარ მაშინ გითანაგრძნოს , ხოლო შენი სიხარული და წარმატება კი არად ადარდებს . მე ამას გულისტკივილით ვამბობ , ღმერთმა დამიფაროს ვინმეს წარმატება და კეთილდღეობა შემშურდეს. ისე ცნობისათვის, ვისაც დააინტერესებს ჩემი პიროვნბება შეგიძლიათ facebook -ზე ნახოთ ჩემი მონასტერი და თუ გექნებათ სურვილი, შემდგომში მობრძანდეთ და ადგილზე დაათვალიეროთ და ნახოთ , რა იყო 6 წლის წინ და ამჟამად როგორ გამოიყურება და ეს ყველაფერი მადლობა ღმერთს ჩემი და ჩემი გვერდში მდგომი ადამიანების შრომის შედეგია . მოინახულეთ ფოკის მამათა მონასტერი , რომელიც ფარავანის ტბაზე მდებარეობს ზღვის დონიდან 2300 მეტრზე , ალპურ ზონაში სადაც აღვიკვეცე და 8 წელიო დავყავი , რაი იყო 2004 წლამდე და შემდგომ როგორ გამშვენდა და კეთილმოეწყო.

მე ჩემს გაკეთებულ საქმეებზე არასოდეს არ მილაპარაკია , მაგრამ იმდენი ზიზღი დავინახე არამარტო ჩემს მიმართ არამედ მთლიანი სამღვდელოების მიმართ , რისი ღირსნიც არ ვართ . ყველას თავის ცოდვას ღმერთი მოჰითხავს.

მადლობა ღმერთო ყველაფრისათვის. ხალხმა მაცხოვარი განიკითხა და მე ვინ ვარ ვარ ცოდვილი . ღმერთმა დაგლოცოთ და განგამტკიცოთ რწმენაში.

ქრისტესმიერი სიყვარულით არქიმანდრიტი ათანასე “.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ცვლილებები მართვის მოწმობის მისაღებ თეორიულ გამოცდაში

Joni Kvaracxelia

ფოთი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარიას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

თელავში ვირბურთი ჩატარდა (ვიდეო)

დატოვე კომენტარი