სხვადასხვა

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის დინამიკა მცირედით, თუმცა დადებითია

რადიოლოგიური კვლევა, რომელიც დღეისთვის იყო დაგეგმილი ცოტნე გამსახურდიას უკვე ჩაუტარდა. ოჯახის წევრების თქმით, დინამიკა მცირედით თუმცა დადებითია. ისინი დიდი ალბათობით რეაბილიტაციის პროცესის საზღვარგარეთ ჩატარებაზე საუბრობენ, თუმცა კონკრეტულად რომელ ქვეყანაში მოხდება გამსახურდიას გადაყვანა — ჯერ უცნობია.

«მდგომარეობა სტაბილურია, არის მცირედი დადებითი დინამიკა, გადაყვანაზე მაინც ვფიქრობთ, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არ ვართ დარწმუნებული, რომ გართულებები არ იქნება. უახლოეს დღეებში გადაწყდება სად მიგვყავს და როგორ,»- განაცხადა ცოტნე გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაურმა.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მართვით სუნთქვაზეა. ცოტნე გამსახურდიას დაზიანებები თავისა და ფილტვის არეში აქვს მიყენებული. ინციდენტი 19 დეკემბერს ვერაზე მოხდა.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

თბილისში მე-14 სართულიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

რომელ უბნებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია

სომხეთში პატრიარქის გადადგომის მოთხოვნით აქციები იმართება

დატოვე კომენტარი