განცხადებები

ცესკოს განცხადება მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვიცე პრეს-სპიკერი  ანა მიქელაძე განაცხადებას ავრცელებს:

«მხარდამჭერთა სიების ხელმოწერებთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ფაქტებზე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მონაცემები და ხელმოწერა ნამდვილად დაფიქსირდა პოლიტიკური გაერთიანება „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში. თუმცა მხარდამჭერთა ბლანკზე არსებული ხელმოწერა სრულიად განსხვავდება ცესკოში არსებულ და საჯაროდ ცნობილი ხელმოწერისგან.

ამავე პარტიის მხარდამჭერთა სიასთან დაკავშირებით კიდევ შემოსულია მოქალაქის განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თანხმობის გარეშე მისი მონაცემების გამოყენების საკითხს და ითხოვს, ვითარების გარკვევას. აღსანიშნავია, რომ მხარდამჭერთა სიის შემოწმების პროცესს ესწრებოდნენ, როგორც შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ისე ცესკოს თანამშრომლები და წევრები.

ამასთან, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოვიდა შეტყობინებები და ასევე, დაფიქსირდა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის წერილობითი განცხადება, რომელიც ეხება „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის კანდიდატის მხარდამჭერთა სიაში არსებული მისი ხელმოწერის არაერთგზის გაყალბების ფაქტს.

აღნიშნული ფაქტები წარმოდგენილია დოკუმენტური ინფორმაციის სახით და ცესკოს მიერ გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში — პროკურატურაში რეაგირებისთვის.

რაც შეეხება პერსონალური მონაცემების გასაჯაროებას, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ცესკოს მხრიდან ჟურნალისტებისთვის არანაირი ინფორმაცია და მონაცემები არ გადაცემულა.»-აღნიშნულია ცესკოს პრეს-სპიკერის განცხადებაში

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

შს მინისტრის გიორგი გახარიას გამოსვლა თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე (ვიდეო)

«როცა ეს სტიქიური მოვლენები ხდება, მაშინ კი არ უნდა ვიფიქროთ, წინასწარ უნდა განვსაზღვროთ როგორ დავაღწიოთ თავი»

მიხეილ სააკაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს (ვიდეო)

დატოვე კომენტარი