2020 წლის 16 თებერვალს, ჩრდილოეთ კორეის დედაქალაქ ფხენიანში საზეიმოდ გაიხსნა იოსებ სტალინის პირველი მონუმენტი ქვეყანაში. ძეგლი კორეის ომის გმირების პარკში მდებარეობს — ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ფართო და პოპულარულ დასასვენებელ ზონაში.
მონუმენტი, რომელიც 20 მეტრ სიმაღლეს აღწევს, კორეის სახალხო მოქანდაკე ლი პაკ იუნმა შექმნა. მასალის ძირითადი შემადგენლობაა: ოქრო (79%), სპილენძი (20%) და უჟანგავი ფოლადი (1%). საერთო წონა — 230 ტონა. ძეგლის ძირში დატანილია სამენოვანი წარწერა — კორეულად, რუსულად და ქართულად:
„დიდ სტალინს — სოციალიზმის მამას, კორეელი ხალხის დიდ მეგობარსა და მასწავლებელს.“
მონუმენტი ფხენიანის თითქმის ყველა უბნიდან ჩანს და ღამით სპეციალური განათებით არის გამოკვეთილი. ამ მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე უბანში ელექტროენერგიის მიწოდების გრაფიკი შეიცვალა — მოსახლეობის თხოვნით, განათება პრიორიტეტულად ძეგლისთვის გაითვალისწინეს.
