განცხადება/მიმართვა

“ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველა იმ ქვეყანას, რომლის ხელყოფა პუტინმა მოახდინა, რომ დასავლეთის დემოკრატია გაცილებით კარგი არჩვევანია, ვიდრე რუსეთის ტირანული სისტემა”-ამერიკელი კონგრესმენი

შეერთებული შტატების სენატში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ისაუბრეს.

სიტყვით გამოსვლისას ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა განაცხადა, რომ მანამდე სანამ პუტინის მიერ ძალაუფლების ფლობა არ დგას გამოწვევების წინაშე, ის გააგრძელებს დასავლეთის დემოკრატიებში ჩარევას.

“შეერთებულ შტატებში ფაშისტული ჯგუფების მხარდაჭერით, ასევე, ევროკავშირის და ნატოს საწინააღმდეგო გზავნილების გავრცელებით ვლადიმირ პუტინი ცდილობს გაწყვიტოს ის კავშირები, რომლებიც დემოკრატიულ ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. მანამდე სანამ პუტინის მიერ ძალაუფლების ფლობა არ დგას გამოწვევების წინაშე, ის გააგრძელებს დასავლეთის დემოკრატიებში ჩარევას. ისეთ ქვეყნებში როგორებიცაა ვენესუელა, სირია, უკრაინა და საქართველო, ასევე ბალტიის რეგიონის ქვეყნები, რუსეთს შეუძლია გამოიყენოს მცირე კაპიტალი არაპროპორციული ზეწოლის მოსახდენად. თუ ჩვენ გვინდა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის საზიანო ოპერაციებს, ეს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთობლივად უნდა გავაკეთოთ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველა იმ ქვეყანას, რომლის ხელყოფა პუტინმა მოახდინა, რომ დასავლეთის დემოკრატია გაცილებით კარგი არჩვევანია, ვიდრე რუსეთის ტირანული სისტემა,”-განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა.

Loading…

მსგავსი პოსტები

რუსული კანონის გაუქმების მოთხოვნით ოპოზიციის სარჩელს “გირჩი” არ უერთდება

roma sajaia

პარლამენტში გახარიას სიმღერა “გახარიას უხარია” ჩაურთეს (ვიდეო)

„ქართული ოცნებისთვის“ გააკეთა მაგ ნაძირალამ. მთელი ხელისუფლება არის მკვლელებით დაკომპლექტებული“-ზაზა სარალიძე

დატოვე კომენტარი