საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ განცხადება გააკეთა:
„ჩვენი ოპონენტები ხშირად ქილიკობენ ჩვენი ლიდერის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამზე, გასაოცარ დემოკრატიას დავამყარებთო. ეს არ არის საქილიკო საკითხი, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში მართლაც ისეთი მაღალი დონის დემოკრატიაა, რომ თამამად და ღირსეულად შეგვიძლია ვამტკიცოთ ეს. ბევრი მაჩვენებლით, დემოკრატიის კუთხით, ჩვენ ვართ ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის და ამის თვალსაჩინო მაგალითია სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი სარჩელების რაოდენობა“
„ეს მაჩვენებელი არის უპირველესი ინდიკატორი იმისა, რომ ჩვენთან ადამიანის უფლებების დაცვა თვისებრივად მაღალ საფეხურზე დგას“, – განაცხადა სოფო კილაძემ.
