განცხადებები

«ჩვენი მოთხოვნაა, რომ დადგეს რუსეთის პასუხისმგებლობა ოკუპაციისთვის, მავრთულხლართების გაბმისათვის და მთლიანად ამ კამპანიისათვის, რაც ქართული მოსახლეობის უფლებების დარღვევას იწვევს»

არსებული ინფორმაციით იუსტიციის სამინისტრომ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის  წინააღმდეგ საქართველოს სახელით  საჩივარი შეიტანა, იუსტიციის მინისტრის მოადგილე, გოჩა ავალიანი ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს:

«ჩვენი მოთხოვნაა, რომ დადგეს რუსეთის პასუხისმგებლობა. ადამიანის უფლებათა სასამართლომ განსაზღვროს რუსეთის პასუხისმგებლობა განგრძობადი ოკუპაციისთვის, მავრთულხლართების გაბმისათვის და მთლიანად ამ კამპანიისათვის, რაც ქართული მოსახლეობის უფლებების დარღვევას იწვევს.

«ეს ეხება სიცოცხლის უფლებას, წამების აკრძალვას, ეს ეხება ქმედითი სამართლებრივი საშუალებების ქონას. რა თქმა უნდა, ორივე სარჩელი მნიშვნელოვანია, თუმცა, ინდივიდუალურ სარჩელს თავის მსვლელობა აქვს. ჩვენ ახლა ვფოკუსირდებით უფრო სახლემწიფოთაშორისი საჩივარზე და იმ მასალებზე, რაც წარდგენილ იქნა სტრასბურგის სასამართლოში,“ — აცხადებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესია მრევლს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს

პენტაგონი: „თუ თურქეთი ეს-400-ს შეიძენს, ვერ მიიღებს ეფ-35-ს და „პატრიოტს”

«ივანიშვილი გენერალ ლებედს თუ აფინანსებდა ეს წმინდა ტაქტიკური იყო»-ქანთარია

დატოვე კომენტარი