სოცქსელი

«ჩემი და მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერები უნდა გამოქვეყნდეს…გაიკეთეთ ეგ ჩანაწერები ერთ ადგილას და არ გამოგივათ არც ახალგაზრდების აქციის გაბანძება»-გვარამია

«რუსთავი2»-ის გენერალური დირექტორი სოციალურ ქსელში წერს:

«ახლა მიმდინარეობს ჭორის ცირკულირება, რომ ჩემი და მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერები უნდა გამოქვეყნდეს. ცხადია, ბიძინას შავრაზმელი ჟურნალისტები ამოქოქეს და ყველამ დამირეკა კომენტარისთვის.

რეჟიმის დამქაშებო, ტყუილად ირჯებით. ჯერ ერთი, მე თვითონ არ ვმალავ, რომ სააკაშვილსაც ვესაუბრები და ის ძირითადად ჩემგან იგებს მიმდინარე მოვლენებს. მეორე, არც ერთი საუბარი არ არსებობს პარლამენტის მოვლენების წინმსწრები, რადგან ეს მოვლენები არც სააკაშვილის შემოქმედებაა და არც რ2ის — გაბრაზებული ქართველი პატრიოტების სპონტანური შეკრებაა, რომელთა 95% არც ერთ პარტიას არ ეკუთვნოდა და ჩვენი ყოვლისმცოდნე ტელევიზიისთვისაც კი სიურპრიზი იყო. მესამე, თუ «ამბოხი, რასაც უნდა მოყოლოდა რეგიონებში არეულობა» რეგინოების მსხვილ ქალაქებში მიტინგებს მოიცავს, ეს სააკაშვილისგანაც გამიგია და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებისგანაც და სრულიად სწორიცაა ტაქტიკური თვალსაზრისით და ლეგიტიმურიც — კონსტიტუციური თვალსაზრისით. თუ უკვე მიტინგი ინტერპრეტირდება, როგორც ამბოხი, მაშინ დახურულ ქვეყანაში ვცხოვრობთ — სალამი ჩრდილოეთ კორეა.

ასე რომ, გაიკეთეთ ეგ ჩანაწერები ერთ ადგილას და არ გამოგივათ არც ახალგაზრდების აქციის გაბანძება (სააკშვილიც და მეც საერთოდ არ ვაღელვებთ) და არც პოლიტიკური კლასის ციხეებში ჩაყრა. თუ მაინც დააპირებთ, მხოლოდ თქვენი ციხეებით დაასრულებთ და ოპოზიციის და ამ ქვეყნის პატრიოტების (ჩემი ჩათვლით) ვერანაირი კეთილი ნება, გამოცხადდეს პოლიტიკური ამნისტია, ვეღარ გიშველით.»-წერს ნიკა გვარამია

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

«ყველა გატყუებთ ვინც ამას გეუბნებათ… გეგმა არა …»

roma sajaia

ფოტოს სოციალურ ქსელში სახალისო გამოხმაურება მოჰყვა

roma sajaia

«ნაცების» მომხრე დამპალი ნაგვები უბედური 15 წლის ბავშვის სუიციდის ფაქტს ბოროტად იყენებენ!»-ბაკურ სვანიძე

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი