არჩევნებიგანცხადებები

„შუბლს გაგიხვრეტავ“ … „თქვენს სისხლს დავლევ“ — სალომე ზურაბიშვილის თქმით მას ემუქრებიან

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას ემუქრებიამ სიცოცხლის მოსპობით. მისი თქმით მუქარის ავტორები ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები არიან და ისინი იდენტიფიცირებულები არიან, თან ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებული პირები არიან.

„ბოლო დღეებში — კერძოდ 09,10 და 11 ნოემბერს — განხორციელდა ჩემი შვილების- თეიმურაზის და ქეთევანის — და პირადად ჩემს მიმართ სმს და ხმოვანი შეტყობინებები, სადაც ნათლადაა გამოთქმული სიცოცხლის მოსპობის მუქარა.

გამოკვეთილად სხვადასხვა უხამს სიტყვებთან ერთად სამივეს მიმართულებით გაჟღერდა „შუბლს გაგიხვრეტავ“ … „თქვენს სისხლს დავლევ“ — განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისი თქმით ამ განცხადებით ის იმ არასამთავრობოებს მიმართავს, რომელთა პრეროგატივაც არის სახელმწიფო უწყებებთან ერთად დაიცვან წინასაარჩევნო სიმშვიდე და წონასწორობა.

გახსენებთ, რომ ჩემი პირველი მიმართვა გაკეთებული ამ წლის 11 ოქტომბერს დარჩა რეაგირების გარეშე იმ ორგანიზაციებიდან რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანის უფლებებს, გმობდნენ სიძულვილის ენას, გენდერულ დისკრიმინაციას და იცავდნენ პოლიტიკურ კორექტულობას. ამდენად შესაძლო მოვლენების განვითარებაზე, ჩემს და ჩემს ოჯახის მიმართ თუ ქვეყანაში დესტაბილიზაციის კუთხით, პასუხისმგებლობას ამ საქციელის ავტორებთან გაინაწილებენ თუ სათანადო და მყისიერი რეაგირება არ მოყვა“, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

«ნიკა მელია იქნება თავისუფალი…დავიმშვიდოთ ახლა ნერვები…»-გიორგი ვაშაძე

roma sajaia

შუქჩრდილებით არ გავაბევრებთ ხალხს ყველა ნახავთ რამდენი იქმებიან-მამუკა მდინარაძე

«მთავარი» ერთი წლისაა

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი