კრიმინალი

შვედეთში საქართველოს მოქალაქე მოკლეს

შვედეთის ქალაქ კალიქსში, მდინარის პირას ახალგაზრდა მამაკაცის დანაწევრებული სხეულის ნაწილები აღმოაჩინეს. შვედეთის პროკურატურამ თხოვნით მიმართა საქართველოს მხარეს მიაწოდოს მას მოკლული საქართველოს მოქალაქის შესახებ დამატებითი ინფორმაცია. დაკავებულია სავარაუდო მკვლელი. ის რუსეთის მოქალაქეა. მან ნაწილობრივ აღიარა დანაშაული.  მისი მტკიცებით, მკვლელობა მან თავდაცვის მიზნით ჩაიდინა, თუმცა რატომ იყო ცხედარი დანაწევრებული — ამ კითხვაზე მას პასუხი არ აქვს. სამართალდამცავების მხრიან მოკლულის ვინაობა ამ დრომდე არ ხმაურდება.

ფაქტები.ჯი

 

 

 

მსგავსი პოსტები

3 დღის წინ დაკარგული 14 წლის მოზარდის ცხედარი დღეს დილით იპოვეს

საფრანგეთის ყოფილი პრემიერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო

სუს-მა ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე 3 პირი დააკავა

დატოვე კომენტარი