კრიმინალი

შემოსავლების სამსახურმა კონტრაბანდული თამბაქო გამოვლინა

შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უაქციზო თამბაქოს შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოავლინეს, — ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

29 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლების მიერ, გატარებული მიმდინარე კონტროლის პროცედურების შედეგად, უაქციზო თამბაქოს (ჯამში 1,000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი) შენახვა-გადაზიდვის 2 ფაქტი გამოვლინდა, ორივე შემთხვევა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი.

paqtebi.ge

Loading…

მსგავსი პოსტები

ინტერნეტის ცენზურა საქართველოში!

ვარკეთილში ერთ-ერთ ჩაკეტილ ბინაში შეიარაღებულ პირთან სამართალდამცველები მოლაპარაკების რეჟიმში არიან

ზესტაფონში ოჯახი დააყაჩაღეს

დატოვე კომენტარი