განცხადებები

«…შევარდნაძეს არ ჰყავდა უმრავლესობა, რასაც ხელი არ შეუშლია მისთვის, ასეთი პარლამენტის პირობებში, კომფორტულად ემართა ქვეყანა»-ზაზა ბიბილაშვილი

პოლიტიკოსი ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ბიძინა ივანიშვილის  განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ივანიშვილმა განაცხადა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტებით ჩატარდება ოღონდ ნულოვანი ბარიერის პირობებში.

«1992-1995 წლებში, ქვეყანას ოფიციალურად მართავდა «სახელმწიფო საბჭო». ასე ერქვა სამხედრო გადატრიალების შემდეგ «არჩეულ» პარლამენტს. სახელმწიფო საბჭოში შედიოდა პრაქტიკულად ყველა, ვისაც პოლიტიკოსობის ამბიცია ჰქონდა და 3 ხმის აღება შეეძლო — იარაღით დევნილი «მრგვალი მაგიდის» (ზვიადისტების) გარდა. იყო წუწაობა, კაკაფონია და მართვადი ქაოსი. შევარდნაძეს არ ჰყავდა უმრავლესობა, რასაც ხელი არ შეუშლია მისთვის, ასეთი პარლამენტის პირობებში, კომფორტულად ემართა ქვეყანა.

ხოდა, გვახსოვდეს უახლესი ისტორია, ეტა რას. და ნუ გავაბრიყვებინებთ თავს ამ გავრილოვის შნირს, ეტა დვა. თან იმ პირობებში, როცა ნანა დევდარიანის რეინკარნაცია (თამარ ჟვანია) და იგორ გიორგაძის რეინკარნაცია (გახარია) ადგილზე რჩებიან.»-წერს ზაზა ბიბილაშვილი

ფაქტები.ჯი

Loading…

მსგავსი პოსტები

გაყალბების ფაქტების შესახებ ვინც ხმამაღლა განაცხადებს «რუსთავი2» 1000 ლარით დააჯილდოვებს (ვიდეო)

„რაც შეეხება კონკრეტულად ამ ფაქტს, მირზა სუბელიანმა მოგვმართა განცხადებით გადადგომაზე და მე დავუკმაყოფილე ეს განცხადება»-ირაკლი შოთაძე

თბილისში წყალი 20 საათით შეწყდება-იხილეთ უბნები

roma sajaia

დატოვე კომენტარი