სოცქსელისხვადასხვა

“ყველაზე სასიამოვნო ცნობა…”-რა ინფორმაციას ავრცელებს ზურაბ გურული?

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში წერს:

“ამერიკაში უკვე სერიოზულად შესუსტდა პანდემია. მოზრდილთა 37 % უკვე სრულად აცრილია, 54 %-ს კი ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. ვაქცინები მუშაობს! ფაქტი სახეზეა.

ახლა მთავარია ბავშვების ვაქცინაციაც ასევე წარმატებით განხორციელდეს და დაავადების გავრცელების ყველა წყარო ამოიკეტება რამდენიმე თვეში.

ყველაზე სასიამოვნო ცნობა კი ალბათ პფაიზერის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებაა, რომ წლის ბოლოსთვის კომპანია გამოუშვებს წამალს, რომელიც კოვიდის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიღებისას მაქსიმალურად შეამცირებს ვირუსის გამრავლების უნარს და დაავადება ძალიან მსუბუქად წარიმართება.

ეს წამალი ე.წ. პროტეაზების ინჰიბიტორებს მიეკუთვნება, იმავე კლასისაა, რომლებსაც “ც” ჰეპატიტის და შიდსის სამკურნალოდ იყენებენ და თრგუნავს იმ ფერმენტს, რომელიც ვირუსს სჭირდება ადამიანის უჯრედებში გასამრავლებლად.

ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს…

მანამ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს”.

Loading…

მსგავსი პოსტები

45-დღიანი რემონტი „ვარკეთილში“ – რა უნდა ვიცოდეთ მგზავრებმა?

“დაჩოქილი ხატების კოცნა და პირველი პრეზიდენტის მკვდრეთით აღდგომა რომ გიწევს, ალბათ…”

გლდანში 45 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

Joni Kvaracxelia

დატოვე კომენტარი