სხვადასხვა

“ქურდებს ურტყამენ, ძმებოო!”

“ამერიკაში მე ყველაფერი ქურდულ­ რელსებზე შემოვდგი. ნებისმიერ ქართველთან ახსენე ჩემი სახელი და თქვი, რომ საქართველოში მოვდივარ, და ნახავ, ყველა როგორ უცებ ერთ ადგილზე მოჯდება”.

ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ პიტერსკი (რაჟდენ შულაია)
რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ბრუკლინის ციხის თანამშრომლებს მორიგი მუშტი-კრ­ივის დაშლამ მოუწიათ, რომელშიც ქართველი პატიმრებიც მონაწილეობდნენ.

ამონარიდები გაზეთ “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებული სტატიიდან:

“ქურდებს ურტყამენ, ძმებოო!”
მედიით ცნობილი გახდა, რომ რაჟდენ შულაიას შელაპარაკება მოუვიდა კოლუმბიური მაფიის ბოსთან, რაც მალე ხელჩა­რთულ ჩხუბში გადაიზარდა. როდესაც მოკრივე ავთო ხურციძემ გაიგო, “ქურდებს ურტყამენო”, მეგობარს გამოესარჩლა. ქართველი “ჰაიმერის” (“ჩაქუჩა”) ჩხუბში­ ჩართვამ კოლუმბიელები შეაფიქრიანა და საკუთარი ბოსისა და სახელის დასაცავად (რაც საპატიმრო ადგილებში ძალიან მნიშვნელოვანია) მაშველ ძალას უხმეს. მალე ქართველები უმცირესობაში აღმოჩნდნენ (გავრცელებული ვერსიით, 2 კაცი 15-ის წინააღმდეგ). როგორც ჩანს, ავთო ხურციძემ “კანონიერი ქურდი” კოლუმბიელებს არ დაანება და გვარიანადაც მიჟეჟა მოწინააღმდეგენი (საინტერესოა, რატომ აღმ­ოჩნდა “რაჟდენ პიტერსკი მხოლოდ “ჩაქუჩას” იმედად, როცა აშშ-ის ციხეებში რუსული მაფია ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი და მრავალრიცხოვანია).
რა თქმა უნდა, პიტერსკის გამოსარჩლებისთვის ქურდული სამყარო ქართველი მოკრივისთვის არაფერს დაიშურებს, მანამდე კი ბრუკლინში იარებს იშუშებენ. უნდა ითქვას ისიც, რომ თუ ქართველები­ მხოლოდ შიშველი ხელებით ჩხუბობდნენ, კოლუმბიელებმა ტრადიციულად დანები ატრიალეს. ხურციძეს რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, ნაკერები ადევს თავზეც.

“კვირის პალიტრა”

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

ესტონელი მომღერალი ევროვიზიის შესარჩევ ტურზე საქართველოზე სიმღერით გავიდა (ვიდეო)

გიგა მაქარაშვილს დაკავების დროს ხელი მოტეხეს(ვიდეო)

roma sajaia

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დატოვე კომენტარი