კრიმინალი

ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია მცხეთის მერიის თანამშრომელი

დიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე სუსმა მცხეთის მერიის თანამშრომელი დააკავეს.

„2018 წლის 20 მარტს, ლაშა ფ-მ, ხსენებულ მოქალაქეს, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხა, 7000 აშშ დოლარი ერთ-ერთ ბანკში, მის მიერვე მითითებულ ანგარიშზე ჩაარიცხინა. 2018 წლის 30 მარტს ლაშა ფ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბრალდებულის სახით დააკავეს,” – აღნიშნულია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბრალი, დამტკიცების შემთხვევაში სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.

 

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

დაკავებულია გაუგებარი აქტივისტი

“სისხლის გუბეში ცურავდა თურმე და მაინც უმოწყალოდ ურტყავდა”-ხაშურში 32 წლის მამაკაცმა 30 წლის მეუღლეს დანით 7 ჭრილობა მიაყენა

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ბლოგერი თბილისში გარდაცვლილი იპოვეს

დატოვე კომენტარი