ანალიტიკაპუბლიკაციები

«ქართული ოცნების» საინფორმაციო მანქანა ლექსო ლაშქარავას წინააღმდეგ

ეს პოსტი დაიდო ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ შეტყობინებისთანავე…

ახლა მოგიყვებით, დიდი ალბათობით რა მოხდება და რას გააკეთებს «ქართული ოცნების» ხელისუფლება.
1. სულ მალე გავიგებთ რომ ლექსო ლაშქარავა იყო საშინელი ადამიანი. სია გრძელი იქნება: ცუდი მეოჯახე, ცუდი მეგობარი, ცუდი შვილი, ქრისტიანობის მტერი, ნარკომანი, ჰომოსექსუალი და ა.შ. — მთავარია მის მიმართ სიბრალულის გრძნობა მოსახლეობის თვალში დაქვეითდეს.
2. «ექსპერტიზა» გამოაცხადებს, რომ ლაშქარავა გარდაიცვალა არა ცემის გამო გამოწვეული გართულებით, არამედ (შესაძლო ვარიანტები): COVOD 19-თ, უცნობი რეაქციით კარგ მკურნალობაზე, «პერედოზით».
მე ბოლო ვარიანტს უპირატესობას ვაძლევ, იმიტომ, რომ ის ლაშქარავას გაშავების ეფექტს გააძლიერებს.
3. საპატრიაქო დაღვრის ნიანგის ცრემლებს და მიუსამძიმრებს ოჯახს, დაგმობს ძალადობას. რა თქმა უნდა არ დასჯის არანაირი ფორმით არც ერთ ანაფორიანს, რომელიც მეთაურობდა ძალადობას და მოუწოდებდა ძალადობისკენ.
ასევე საპატრიაქო შეეცდება რაიმე ფორმით მოისყიდოს დაღუპულის ოჯახი, რომ გააჩუმოს.
4. ხელისუფლება რა თქმა უნდა ვერ დასჯის ვერც ერთ ანაფორიანს, რომელიც მეთაურობდა ძალადობას და მოუწოდებდა ძალადობისკენ.
ვერ მოხსნის ჯვარს პარლამენტის წინ.
იქნება (ყველა პრორუსულ მედიასთან ერთად) ლაშქარავას წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო შეტევის ორგანიზატორი და მხარდამჭერი.
შეეცდება რაიმე ფორმით მოისყიდოს დაღუპულის ოჯახი, რომ გააჩუმოს.
5. ოპოზიცია ცოტას იქოთქოთებს (სხვა მეტი მაინც არაფერი შეუძლიათ), რათა ხალხს დაანახოს, რომ არსებობს და მერე ისევ გადაეშვება საკუთარ ჭაობში, რომელსაც ქვია: კუტუების დატოლება და პირადი კარიერის მოწყობა.
6. ლგბტ საზოგადოება და მათთან დაკავშირებული ენეჯეოები მომავალი წლისთვის უფრო მეტ გრანტებს მიიღებენ.
7. ლაშქარავას ოჯახი თუ დათანხმდება შემოთავაზებულ ძღვენს — უფალი იყოს მაგათი განმსჯელი. თუ — არა: შეეცდებიან ყველანაირად შეავიწროვონ. ვახა მაჩალიკაშვილის მაგალითი ყველას თვალწინ გვაქვს.
8. მოსახლეობის ნაწილი რაღაც დროის განმავლობაში იქნება უკმაყოფილო, მაგრამ ალბათ ერთ კვირაში დაივიწყებენ (შესაძლოა უფრო მალეც: დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალია).
9. შემოდგომაზე მოსახლეობის ნაწილი გაყიდის ჩვენი შვილების მომავალს 25 ლარად და «ქართული ოცნების» მიერ სასაფლაოდან მოწვეულ ნახევარ მილიონ «ამომრჩეველთან» ერთად დატოვებს ხელისუფლებაში ბიძინას და საპატრიარქოს.
10. დასავლეთის დიპკორპუსი გაიხედ-გამოიხედავს და ბოლოს შეეცდება იმ ძალას მოელაპარაკოს რამენაირად, ვინც ხელისუფლებას ჩაიგდებს ხელში.
11. პატარა გაწიე-გამოწიეს მერე ყველა ერთად — ხელისუფლებაც და «ოპოზიციაც» გააგრძელებენ ტელესერიალს — «საპარლამენტო დებატები» და მოიწყობენ კარგ ცხოვრებას.
12. სიტუაცია ქვეყანაში გააგრძელებს გაუარესებას მანამ, სანამ არ გამოჩნდება ახალი ძალა, რომელიც ამ მობეზრებულ აქტორებს გადახვეტავს სანაგვეში.
13. საქართველო მაინც გადარჩება, მაგრამ ბოლო მოვლენების გამო ეს გზა გაცილებით უფრო გართულდა.
14. მე ამ პოსტის გამო ძალიან ბევრი შემაფურთხებს, გამლანძღავს, გამკიცხავს.
წინასწარ ვეუბნები მათ: მკიდია.
არც ერთი არ მიიღებს ჩემგან პასუხს.
P.S. სამძიმარს ვუცხადებ გარდაცვლილის ოჯახს და ყველას, ვისაც შეგვრჩა საღად აზროვნების საშუალება.
ასეთ მძიმე მდგომარეობაში, ახლა რომაა, როდის იყო საქართველო — ძნელი გასახსენებელია.

ლევან ფესვიანიძე, ბიზნესის მართვის სპეციალისტი

Loading…

მსგავსი პოსტები

საბჭოური მართლმადიდებლური ეკლესია

„აფხაზეთელი“ – სიტყვა, რომელიც „გასულია“ თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებიდან!

Joni Kvaracxelia

სეპარატისტულ აფხაზეთში, ჩრდილოეთ კორეის მუშაკთა პლიაჟები და საბჭოთა რელიქვიები

დატოვე კომენტარი