ფარული აუდიო ჩანაწერები, რომელიც გუშინ “რუსთავი 2”-ის ეთერში გავიდა, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიაზე საუბრობს, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ ფარულ აუდიო ჩანაწერების შესახებ კომენტარს აკეთებს და შეფასებებს აძლევს:
„ერთი წელი კი არ უნდა მოუწიოს ციხეში ყოფნა მირზა სუბელიანს, მთელი ოჯახიანად უნდა მოუწიოს სამუდამოდ ციხეში ყოფნა. დაამტკიცა კიდევ ერთხელ, რომ ზაზა სარალიძე არასდროს არ იტყუებოდა და არასდროს არ ვამბობდით ჩვენ ტყუილს, რომ კომპრომატები ჰქონდა რაღაც მირზა სუბელიანს, რომლითაც აშანტაჟებდა ხელისუფლებას.
ქვეყნისთვის კეთილი საქმე გავაკეთეო, ქვეყნისთვის კი არ გააკეთა კეთილი საქმე, „ქართული ოცნებისთვის“ გააკეთა მაგ ნაძირალამ. მთელი ხელისუფლება არის მკვლელებით დაკომპლექტებული,“-აცხადებს ზაზა სარალიძე.
