«რესპუბლიკური პარტიის» ერთ–ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი „გურიანიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, «ქართული ოცნების» დაშლაზე საუბრობს:
„მმართველ ძალას ჰყავს მაჟორიტარები, ადგილობრივი მეფეები, რომლებსაც საქართველო და ბიძინა ივანიშვილიც ფეხებზე ჰკიდიათ. თავისი ჯიპის გარდა, აბსოლუტურად არაფერი აინტერესებთ, ეს ყველა მაჟორიტარს ეხება სალომე ზურაბიშვილის ჩათვლით. მე სალომე ზურაბიშვილის უბანში ვცხოვრობ და მაჟორიტარ დეპუტატს ხალხისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია. «ქართული ოცნება“ დაიშლება, როგორც კი არჩევნებს წააგებენ. ასე დაიშალა შევარდნაძისა და აბაშიძის პარტია; მიხელ სააკაშვილმა კი მოახერხა და პარტია ააშენა“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.