სოციალურ ქსელში გავრცელდა თურქეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულის მიმართვა სრულიად ქართველ ემიგრანტებს. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“28 ოქტომბერს საქართველოს ბედი წყდება!
ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს მოქალაქეებო! ეს ის დღეა როცა ჩვენ უნდა გავაკეთოთ სწორი არჩევანი, თითოეული ჩვენთაგანის მოვალეობაა მივიდეთ საარჩევნო ყუთებთან და მივცეთ ხმა პრეზიდენტობის ჩვენს რჩეულ კანდიტატს. ძვირფასო ემიგრანტებო, მოგმართავთ თქვენ უპირველეს ყოვლისა, რადგან თქვენი ხმა დიდად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის… როდემდე უნდა ვიყოთ გაფანტულები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. როდემდე უნდა გაიზარდონ ჩვენი შვილები დედების გარეშე, როდემდე უნდა ვიყოთ, როგორც კაცის ისე ქალის როლში?
ერთად დავიბრუნოთ თავისუფალი საქართველო, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ჩვენს სახლებში და ერთად ვაშენოთ ჩვენი სამშობლო. უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს. ქალებმა შვილები ვზარდოთ, ოჯახზე ვიზრუნოთ. მამაკაცებს ღირსება დავუბრუნოთ, მივცეთ მათ უფლება იმუშაონ და ფინანსურად უზრუნველყონ ოჯახები…
რას გავს დღეს საქართველო. რას დავემსგავსეთ ჩვენ თვითონ? ქალი ქალს არ გავს და კაცი კაცს… ყველას გვახსოვს 2004 წლამდე საქართველოს მარტო რუკაზე თუ იცნობდნენ, დროთა განმავლობაში მსოფლიომ გაგვიცნო, შეგვიყვარა და დაგვაფასა კიდეც…. დღეს რა ხდება… დღესაც გვიცნობს მსოფლიო, მაგრამ…. ზოგი დაგვცინის, ზოგს ვეცოდებით კიდეც.. ქართველები ოდითგანვე ამაყ და ძლიერ ერად ვითვლებოდით… დავიბრინოთ ჩვენი სახელი, ქართული სული, ქართული ადათ-წესები. ქართულად ვიცხოვროთ და ვზარდოთ ჩვენი შვილები… გვეყოს ხალხნო ოცნება. რამდენი წელია ვოცნებობთ და არ დაადგა ახდენას საშველი ყველას მოგიწოდებთ, გააკეთეთ თქვენი არჩევანი 28 ოქტომბერს და გადავწყვიტოთ ჩვენი სამშობლოს ბედი.
ძალა ერთობაშია!
ჩვენი ბედი ჩვენს ხელშია!
გვფარავდეს უფალი ჩვენ და ჩვენს სამშობლოს!”
