სკანდალი

სოხუმის უნივერსიტეტში ახალი სკანდალია

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებს, თავის გვერდზე ეხმაურება აფხაზთა კრების ლიდერი მალხაზ პატარაია. გთავაზობთ მთლიან ტექსტს:

“ჩვენი ინფორმაციით, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ქ-ნმა ნინო თოფურიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა. გადადგომის მიზეზი რექტორის მოთხოვნაა უნივერსიტეტში თანამშრომლების წმენდების ჩატარების თაობაზე, რაც მიუღებელი აღმოჩნდა ადმინისტრაციის ხელმძღვანელისათვის. საფიქრებელია, ამ შემთხვევაშიც ფორმა ისეთივე იყო, როგორც ამას წინათ სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მიმართ: ,,მიხედე მათ, თორემ სხვა მიხედავს“. ქ-ნი ნინოს არჩევისადმი თავის დროზე კრიტიკულად ვიყავით განწყობილი, მაგრამ ამჯერად სათანადოდ ვაფასებთ მის სიმტკიცეს არ მიიღოს მონაწილეობა თანამშრომელთა ეგზეკუციებში. თუმცა, ალბათ გაცილებით უკეთესი იქნებოდა განცხადება არ დაეწერა და საჯაროდ შეწინააღმდეგებოდა ბ-ნი ხონელიძის მორიგ აღვირახსნილობას.

P.S. რექტორის საკადრო შეტევებს მალე ემხვერპლება უნივერსიტეტის დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი კოკა კვინიკაძე. კოკას კარგად ვიცნობ. აფხაზეთის ომის ვეტერანია, ზედმიწევნით წესიერი და ზრდილობიანი კაცია, მრავალი წელია მუშაობს ამ თანამდებობაზე და, რამდენადაც ვიცი, არასოდეს მის მიმართ ადმინისტრაციას არავითარი პრეტენზია არ ჰქონია. მას ჩამოაქვეითებენ, ხოლო უფროსად დაუნიშნავენ რექტორის ახალ ფავორიტს – წესების გარეშე ბრძოლის სპეციალისტს, იმავდროულად ბურჯანაძე-ყოლბაიას პროტეჟეს ამირან ბიწაძეს, რომელიც, როგორც ჩანს, ამჟამად ურჩებზე თვალთვალისა და ფსიქოლოგიური ზემოქმედების სისტემას აწყობს.

ბოლო პერიოდში ერთი და იგივე ავტომანქანა სამჯერ დააფიქსირა ჩვენმა აქტივისტმა, უნივერსიტეტის დაუმორჩილებელმა ლექტორმა მამუკა ბერიამ. პირველად, ქუჩაში მოძრაობისას, როდესაც დემონსტრაციულად ცხვირწინ გაუჩერდა და საჭესთან თავად ამირან ბიწაძე იყო. მეორედ, მამუკას კორპუსთან წყნეთში, როდესაც საღამოს სახლში ბრუნდებოდა, კორპუსისაკენ შეუხვია, მანქანა კორპუსიდან დაიძრა და სიბნელის გამო მასში მსხდომები მან ვერ გაარჩია. მესამედ გუშინ, დედის კორპუსთან მისასვლელ გზაზე რუსთავში, სადაც ის ხშირად იმყოფება. უკან მობრუნებულზე მანქანა იქ არ იდგა, მაგრამ მის ადგილას იმყოფებოდა პირი, რომელიც ძალიან ჩამოჰგავდა ბ-ნი ამირანის ძმას ტარიელს, ასევე წესების გარეშე მებრძოლს. ყველაფერი ეს დროის მოკლე მონაკვეთში ხდება და შემთხვევითი დამთხვევა არ უნდა იყოს. ავტომობილის ფოტოს ვაქვეყნებთ და ძალიან დაგვავალებთ, თუკი ვინმე გვეტყვის ამ მანქანის მეპატრონის შესახებ, დაგვიდასტურებს ან გაგვიფანტავს ეჭვებს.

P.P.S. ,,აფხაზთა კრების“ ერთ-ერთმა აქტივისტმა სტუდენტმა უკვე დაიწყო ვარჯიში ხრიდოლში. რა ვქნათ, ჩვენც ვიღებთ ზომებს.” – წერს პატარაია

ფაქტები.ჯი

მსგავსი პოსტები

“ქართული ოცნების” დეპუტატმა თანამშრომლის გააუპატიურება სცადა-“სექსუალურად ეცადა ძალადობას, ხელით შემეხო და ფიზიკურად იძალადა” (ვიდეო)

ბიძინა ივანიშვილმა “პატრიოტთა ალიანსს” 2,5 მილიონი დოლარი გადაუხადა?

“ვუყურებთ ქვეყნის სიკვდილს…ივანიშვილმა არაფერი არ დატოვა დაუნგრეველი” (ვიდეო)

დატოვე კომენტარი