«ნაციონალური მოძრაობის» ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ბარამიძე, «ევროპული საქართველოს» წევრის ოთო კახიძის განცხადებას გამოეხმაურა:
«ევროპულმა საქართველომ» უნდა გააკეთოს განმარტება, ის რაც ოთო კახიძემ ნიკა მელიას მისამართით განაცხადა, არის მისი პირადი აზრი, რასაც პარტია ასევე საჯაროდვე (იმედია) გაემიჯნება, თუ იზიარებთ რომ ნიკა მელიამ რამე დააშავა როცა ხალხს «მშვიდობიანად» და «ხელებაწეულებს» პარლამენტის ეზოში შესვლისკენ მოუწოდა?
რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლის ამ მნიშვნელოვან ფაზაში ეს ძალიან პრინციპული საკითხია, სახელმწიფო ბრალდებას ახმოვანებთ და მათ აზრს იზიარებთ, თუ ნიკას გვერდით დგახართ?»-წერს გიორგი ბარამიძე.
Loading…